TeamViewer — “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი სატიტულო სპონსორი
თარიღი: მარტი 19, 2021

მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ იუნაიტედის” სატიტულო სპონსორი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია TeamViewer-ი იქნება.
მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისური კლუბი 235 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს. მომდევნო სეზონიდან “წითელი ეშმაკების” მაისურს სწორედ TeamViewer-ის ლოგოტიპი დაამშვენებს.
კომპანია Chevrolet-ისგან “მანჩესტერ იუნაიტედი” სეზონში დაახლოებით 64 მილიონ ფუნტს იღებდა.
მსგავსი სიახლეები