ტებასი სუპერლიგაზე: “ეს სიტუაცია სასაცილოა, თუმცა დამფუძნებლებს კეთილებად აჩენს”
პარასკევს მადრიდის “რეალმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ სუპერლიგის სხვა კლუბებთან ერთად კვლავ ცდილობს ევროპის სუპერლიგის იდეის დახვეწასა და განვითარებას. თუმცა, ამჯერად ისინი მზად არიან ევროპის წამყვან საფეხბურთო ორგანიზაციებთან ითანამშრომლონ.
“პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს ისევ იგივე პიროვნება განსჯის. თუ ამ პიროვნებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, აზრს არც მომავალში შეიცვლის.
ძალიან სასაცილო იქნება, თუ ის აზრს შეიცვლის. ჩემი გადმოსახედიდან, ეს სიტუაცია სასაცილოა, მაგრამ კიდევ უფრო სასაცილო იქნება, თუ ყველაფერი გამოუვათ.
ამჟამინდელი მდგომარეობა დამფუძნებულ კლუბებს კეთილებად და გულუხვებად აჩენს. ახლა ისინი ჩემპიონატების უფროსებთან, უეფასთან და ფიფასთან აპირებენ თანამშრომლობას, რათა ფეხბურთი გამოასწორონ,” – აცხადებს ტებასი.