ტებასმა ლა ლიგის კლუბებს სთხოვა, რომ ვარჯიში რაც შეიძლება მალე განაახლონ

თარიღი: მარტი 20, 2020

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ვიდეოკონფერენცია გამართა, სადაც ის კლუბების ხელმძღვანელებს ესაუბრა.

“მარკას” ცნობით, კონფერენციის დროს, ტებასმა კლუბებს სთხოვა, რომ ვარჯიში რაც შიძლება მალე განაახლონ, რათა სეზონი უპრობლემოდ გააგრძელონ.

ასევე, ლა ლიგის პრეზიდენტის თქმით, გუნდების უსაფრთხოება დაცული იქნება მატჩები კი იქამდე არ ჩატარდება, სანამ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა არ გადაივლის.

ლა ლიგას სურს, რომ მატჩები 23 აპრილს განახლდეს, მაგრამ უფრო რეალურია, რომ სეზონი მაისის პირველი დღეებიდან გაგრძელდეს.



მსგავსი სიახლეები