‘ტელეგრაფის’ სტატია: გახსენით ექვსი ერის კარი და შეუშვით საქართველო
გახსენით ექვსი ერის კარი და შეუშვით საქართველო
ავტორი ოლივერ ბრაუნი
პლეიოფი ევროპის ერთა თასის გამარჯვებულებსა და 6 ერზე ‘ხის კოვზს’ დაუფლებულ მხარეს შორის უმაღლეს დონეზე ადგილის დასაკავებლად ალბათ ბოლოს მოუღებს ‘კომფორტულსა’ და დახურულ გარემოს და ხელს შეუწყობს თამაშის გლობალიზაციას.
წყნარად, თითქმის აუღელვებლად, საქართველო ამ კვირის მსოფლიო რაგბის რეიტინგში იტალიაზე ზემოთ აღიმართა. სანამ იდუმალი კავკასიელი გოლიათები ევროპის ერთა თასს ზედიზედ მეხუთედ მოიგებდნენ, ჟაკ ბრიუნელის ‘აზური’ იმაზე უფრო სწრაფად გადაადგილდა უკუსვლით, ვიდრე რომელიმე გალაქტიკა შეძლებდა ამას. თუმცა მაინც, საქართველოს 6 ერში შესვლის იმაზე ნაკლები შანსი აქვს ვიდრე ედი ბატლერს მერაბ კვირიკაშვილის სახელის უშეცდომოდ წარმოთქმისა.
ამ ყველაფერს კი რაგბთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგანაც, ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოს ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთა თასის არცერთი თამაში არ დაუთმია და მსოფლიო თასზე მეოთხედ-ფინალში თამაშის დიდ შანსებსაც ხედავს, მითუმეტეს, როცა 27 კაციანი რაზმიდან 17 მოთამაშე საფრანგეთში მოღვაწეობს. იტალიის 6 ერის გათამაშებიდან გაძევება კი კომერციისა და ტრადიციის საკითხია. ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივ გულშემატკივარსაც ხომ ურჩევნია ყოველ 2 წელიწადში ტრევისშადრევანთან ვიკენდის გატარება, ვიდრე თბილისის სამიკიტნოებში ხინკალსა და წვნიანს მიეძალოს.
გაცვეთილი არგუმენტი იმის შესახებ, თითქოს საქართველო ექვსი ერის სიწმინდეს შებღალავს, სოფიზმია და მეტი არაფერი. რაგინდარა სანახაობრივი, დრამატული, ემოციებით დახუნძლული უნდა ყოფილიყო წინა შაბათს გამართული ფინალური რაუნდის თამაშები, ექვსი ერი არაა ის ტურნირი, რომელიც თამაშის ხარისხით იზომება. ბოლო უქმეებზე გასამართი თამაშების ცხრილი (დაწყების დროები) თითქოსდა სპეციალურად დაიგეგმა ისე, რომ გულშემატკივრები ტელევიზორებს ვერ მოშორებულიყვნენ. საერთოდაც, ამ შვიდკვირიანი კარნავალის მანძილზე, ძალიანაც რომ მოგენდომებინა, ვერსად გაექცეოდი კბილებალესილი ტუროპერატორების, ბრენდ-მენეჯერებისა და პიარ-სააგენტოების ჯგროს. ასეა თუ ისე, საქართველოს ტურნირზე არ-დაშვების თავი და თავია დამკვიდრებული ცრუ მოსაზრება, თითქოს საქართველო ვერაფერს შემატებს სანუკვარი „პროდუქტის“ იმიჯს.
არავინ ემუქრება იტალიასა თუ შოტლანდიას გაგდებით და გაწერილ ვადებს არ უდგენენ, მაგრამ მოვიდა დრო რომ ქართველებსაც მიეცეს ევროპული რაგბის ბობოლებსა და ‘თიერ ორი’ ქვეყნებს შორის არსებულ განხეთქილების დასრულების შანსი, ორ-მატჩა პლეიოფის სისტემის დამკვიდრებით. საღ აზრს მოკლებული ნამდვილად არ იქნება იმის დაშვება, რომ შემდეგი წლის მონაწილეთა ვინაობა საქართველოსა (გუნდი, რომელიც ერთა თასს ზედიზედ მეორედ დიდი მუზარადით იგებს) და შოტლანდიას (გუნდი, რომელმაც 6 ერის ბოლო 9 გათამაშების 8 შემთხვევაში ბოლო ორ ადგილს ვერ აცდა) შორის თამაშით გაირკვეს.
თუ ვინმე შიშობს, შესაძლებელია თუ არა 2015 წლის ტურნირის მძვინვარე ფინალის განმეორება, მინდა ვთქვა, რომ დიდი ალბათობით, იგივე გარემოებებში თამაშების გადამწყვეტი რაუნდი ახლახანს გამართულზე უკეთესი თუ იქნებოდა. თუ იტალიას ან შოტლანდიას ბრძოლაში ჩაბმა დასჭირდა ელიტაში საკუთარი სტატუსის დასაცავად, არცერთი მათგანი აღარ იკადრებს წლევანდელივით მეორე ტაიმში ფარ-ხმლის დაყრას. საფრანგეთიც – ერთადერთი აუტსაიდერი, რომელმაც მოახერხა და ნამდვილი წინააღმდეგობა გაუწია თვიქნემზე გამართულ გამაოგნებელ სარაგბო ხორუმს, – თუ გაჭირდა, სისხლის ბოლო წვეთამდე იომებს და მისი მოტივაცია მთავარი მწვრთნელის ფილიპ სენტ-ანდრეს სამსახურში დარჩენა-არდარჩენის საკითხით არ შემოიფარგლებოდა. ისინი საკუთარი მომავლისთვის იბრძოლებდნენ. ხომ გახსოვთ ის ხის კოვზი, რომელიც მათ 2013 წელს მიიღეს?
არსებობს აშკარა სურვილი იმისა, რომ ბობოლებმა საქართველო სერიოზულად აღიქვან. როდესაც გუნდი დუბლინში 6 ერის ჩემპიონ ირლანდიას შეერკინა, 49:7 წააგო, მაგრამ 2007-ში კი, გვარიანად ანერვიულა ირლანდია, რომელთანაც მხოლოდ 14:10 დათმო. მსოფლიო რაგბის მიერ საქართველო კონკურენტუნარიან გუნდად არის მიჩნეულნი და მოდი ვთქვათ, რომ ის საკმაოდ გადაზრდილია ერთა თასისთვის. როცა ბორჯღალოსნები ხიდს გადებენ თავიანთ მძვინვარე შერკინებასა და შედარებით ახალბედა უკანა ხაზს შორის, უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ეტაპზე გადავლენ, სადაც მათი მტკიცე ტემპერამენტი გამოვლინდება.
თუმცა, 6 ერის „კლუბის“ წევრები, ირლანდიის გარდა, ამაზე არც ფიქრობენ. ისინი საქართველოს რომელიმე საერთაშორისო კალენდარში შეყვანის იდეის განხილვაზეც კი უარს ამბობენ, იმის გამო, რომ ლეგენდარული სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნების წინააღმდეგ რკენებში უფრო მეტი ფული კეთდება. სასაცილოა, რომ როდესაც რაგბის გარშემო არსებული ყველა რიტორიკა თამაშის გლობალიზაციას ემსახურება, ლიდერი ქვეყნები ამ ყველაფერს ეგოისტურად უდგებიან. 5 ერის ისტორიაში, ირლანდია ჯერ არ მიღებულ იტალიას 5 წლის განმავლობაში 4-ჯერ შეხვდა. ახლა კი საქართველოს, როგორც შემდეგ დიდ ძალას, ოდნავაც კი არ ახედებენ.
სანამ ქართველები 6 ერის არისტოკრატიაში შეაღწევენ, რამდენიმე ლოგისტიკურ სირთულეზე მართლაც მისახედია. მოგზაური ქომაგებისთვის, თბილისი ლონდონიდან 2,500 მილითაა დაშორებული, დედაქალაქი კი ძალიან ახლოსაა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან. მაგრამ ძველი ქალაქის მშვენიერ ვიწრო ქუჩებსა და შენობებსაც აქვს პოტენციალი, რომელიც ერთ დღესაც წმ.პეტრეს მოედნის ტურისტულ სამიკიტნოებში შეკრებილ რაგბის ქომაგებს თავისკენ მიიზიდავს.
ივნისში, აპიაში, პირველი ტესტ მატჩით სამოასთან, ‘ოლ ბლექსის’ ეგოისტურ-სკანდალური ერა მთავრდება. დროა რაგბის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გოლიათებმა საბოლოოდ თაროზე შემოდონ თავიანთი შეზღუდული აზროვნება, რადგანაც 2019 წელს, მსოფლიო თასი იაპონიის მიწას ამოანათებს.
Rugby.GE