თემურ ქეცბაია: “ასტერასს” ორივე მატჩი უნდა მოვუგოთ”

თარიღი: ოქტომბერი 22, 2015

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი საკუთარ მოედანზე ტრიპოლისის “ასტერასს” დაუპირისპირდება. კვიპროსულმა გუნდმა პირველი ორივე მატჩი – ჯერ “შალკესთან” (0:3) და შემდეგ “სპარტასთან” (0:2) მარცხით დაასრულა და ჯგუფიდან გასვლის შანსები მკვეთრად შეიმცირა. უქულოდ დარჩენილ აპოელს ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია, “ასტერასს”კი აქტივში 1 ქულა აქვს. მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა, ქეცბაიას იმედი აქვს, რომ მისი გუნდი “ასტერასს” როგორც კვიპროსში, ასევე საბერძნეთში დაამარცხებს.

“ჩვენ უნდა მოვიგოთ. ევროთასებზე ასპარეზობის გასაგრძელებლად ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ვერმოგება სამყაროს დასასრული არ იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი კვიპროსის ჩემპიონატისა და თასის მოგებაა. ამის მიუხედავად, ევროთასებზე ასპარეზობას უბრძოლველად არ დავთმობთ. “ასტერასი” ძლიერი მეტოქეა და ბოლო ოთხ წელიწადში საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად გვევლინება”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს Cyprusscore-ი.

მიუხედავად იმისა, რომ აპოელს ევროთასებზე გასული წლის აგვისტოს შემდეგ არ მოუგია, თემურ ქეცბაიას სჯერა, რომ მის გუნდს ევროპაში წარმატების მიღწევა შეუძლია.

“საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რა გინდა და რისი მიღწევა შეგიძლია. თუ ამბიცია აღემატება გუნდის ძალას, მაშინ ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ჩვენს გუნდს ევროპაში ბრძოლა შეუძლია და არ ვთვლი, რომ ევროთასებზე კრახი განვიცადეთ.

აპოელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში თანმიმდევრულად იბრძვის. ევროთასებზე არიან კლუბები – მაგალითად, პოლონური გუნდები, რომელთაც ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ არ გაუკეთებიათ ის, რისი გაკეთებაც აპოელმა შეძლო”, – დაასრულა თემურ ქეცბაიამ.

აპოელსა და “ასტერასს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 21: 00 საათზე დაიწყება და მას ალექსეი ესკოვის თავკაცობით რუს მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

უეფა ფედერაციების წარმომადგენლებთან კალენდრის საკითხზე იმსჯელებს

უეფამ ევროპის 55-ივე ფედერაციის გენერალური მდივანი პირველ აპრილს, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ევროპული ფეხბურთის მმართველი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად 30 წლის წინ – საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო (ვიდეო)

ზუსტად 30 წლის წინ – 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურჯაანში 11 პირი ფეხბურთის თამაშის გამო 33 000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლებმა 11 პირი დააჯარიმეს, რომლებიც კახეთში, გურჯაანში სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდნენ. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: სოსო ფრუიძე “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელია

“ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თბილისურ გუნდს ამიერიდან სოსო ფრუიძე გაწვრთნის. “ლოკომოტივის” ოფიციალური ვებ-გვერდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

4 საუკეთესო ქართული კლუბი ფეხბურთელებს ხელფასებს შეუმცირებს

კორონა ვირუსისგან გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე მსოფლიო წამყვანი გუნდები ფეხბურთელებს ხელფასებს უმცირებენ და მათ რიგებს ქართული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შევჩენკომ კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის კატასტროფას შეადარა

ანდრეი შევჩენკო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის კატასტროფას შეადარა. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩეფერინი აღიარებს: “სეზონი შეიძლება დაიკარგოს”

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი პრესასთან საუბრისას აღიარებს, რომ მსოფლიო მასშტაბით სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში 2019/20 წლების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გეგა დიასამიძემ ბელარუსის ჩემპიონატში გაიტანა (ვიდეო)

28 მარტს, ბელარუსის ჩემპიონატში “გოროდეიამ” საკუთარ მოედანზე “შახტიორი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართული გუნდები სახელმწიფოსგან თანხას ვეღარ მიიღებენ?

კორონა ვირუსის გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას ძალიან ბევრი ხარჯის შემცირება მოუწევს და შესაძლოა, ქართული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯონ ჯონსი ნიუ მექსიკოს პოლიციამ დააპატიმრა

ნიუ მექსიკოს პოლიციამ შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი ჯონ ჯონსი დააპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველა TMZ-მ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” საქართველოში არა, მაგრამ ბელარუსში თამაშობს

როცა მსოფლიოს ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია, ბელარუსის ლიგა არ ჩერდება და ალექსანდრე ლუკაშენკო ფეხბურთელებს ჭაჭასა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ლორია: “დღეს კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩი უნდა ჩაგვეტარებინა…”

კვიპროსული “ანორთოსისის” ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ პალიტრანიუსის ეთერში ბელორუსის ნაკრებთან 26 მარტს არშემდგარ მატჩზე ისაუბრა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“აბსურდული შეკითხვაა” – ქართული გუნდები ფეხბურთელებს ხელფასებს გადაუხდია

ახალი კორონა ვირუსის ფონზე საფეხბურთო სამყაროში გუნდების ხელმძღვანელობის მხრიდან ფეხბურთელებთან ხელფასის შემცირებებზე მიდის საუბრები. საფრანგეთში, [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ ქეცბაია: “დაუშვილი ღამით ვერ იძინებდა”

ფამაგუსტის “ანორთოსოსის” მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მურთაზ დაუშვილისა და ჯანო ანანიძის საქართველოში დაბრუნებაზე ისაუბრა. “დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან ფიფია: “წინ დიდი გამარჯვება გველოდება!”

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განცხადება გამოაქვეყნა. “მინდა მივმართო დინამო “თბილისის” თანამშრომლებს, ფეხ...
წაკითხვა