ტენ ჰაგი “ტოტენჰემთან” მატჩზე: “აიაქსს” ყოველთვის აუტსაიდერად ჩათვლიან”
ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების წინ აღნიშნა, რომ მისი გუნდი ამ შემთხვევაშიც აუტსაიდერად იქნება ჩათვლილი.
“ვფიქრობ, ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე “აიაქსი” ყოველთვის აუტსაიდერად იქნება ჩათვლილი. თუმცა აუტსაიდერებსაც შეუძლიათ გამარჯვება.
“ტოტენჰემის” წინააღმდეგ ძალიან რთული მატჩი გველის. ისინი ძალიან ძლიერები არიან და ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობენ. ფაქტი, რომ “ტოტენჰემის” დამარცხება შეძლეს, ისედაც ბევრ რამეს ამბობს.
“იუვენტუსის” გამოცდაა ბრწყინვალედ ჩავაბარეთ, უმაღლესი დონის თამაში ვაჩვენეთ. ყველაფრის მიუხედავად, ეიფორიას არ უნდა მივეცეთ. რეალურობის გრძნობა არ უნდა დავკარგოთ.
“იუვესა” და “რეალის” წინააღმდეგ გამართული მატჩების წინ ვამბობდით, რომ ისინი ფავორიტები იყვნენ, თუმცა დარწმუნებულები ვიყავით, რომ შანსები გვექნებოდა,” – აცხადებს ტენ ჰაგი.