ტერ შტეგენი “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს

თარიღი: სექტემბერი 26, 2016

კატალონიური “ბარსელონას” კარის დარაჯის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის აგენტის თქმით, მისი კლიენტი დიდი სიამოვნებით გააფორმებდა “ბლაუგრანასთან” ახალ კონტრაქტს იმის ფონზე, რომ ის გუნდის პირველი მეკარე გახდა.

გერმანელი მეკარის აგენტმა, ჟერდ ფომ ბრუხმა განაცხადა: “ტერ შტეგენს მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა, მისი გადაბირებით კი რამოდენიმე უცხოური კლუბი იყო დაინტერესებული.

მაგრამ, “ბარსელონამ” საკუთარი პოზიცია მყარად დააფიქსირა და განგვიცხადა, რომ კლუბის მიზანი ტერ შტეგენის შენარჩუნება იყო. ბევრი ვიფიქრეთ და დავთანხმდით.

ახლა კი, მარკი მომგებიან პოზიციაშია, მისი მიზანი საშინაო ჩემპიონატსა და ევროპაში პირველ ნომრად თამაშია. ის დიდი სიამოვნებით გაახანგრძლივებს კლუბთან კონტრაქტს.”

მსგავსი სიახლეები