ტერ შტეგენი: „ჩემი მიზანი „ბარსელონას“ პირველ ნომრად ჩამოყალიბებაა“
„ბარსელონას“ გერმანელმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, რომელიც მიმდინარე სეზონში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მატჩებში თამაშობს, აღნიშნა, რომ გუნდში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა.
„ვერ ვეგუები იმას, რომ გუნდში მუდმივად ძირითად შემადგენლობაში არ ვარ. ჩემთვის ეს მძიმე სიტუაციაა. თუმცა, იმის გაფიქრება, რომ აქ ნომერ პირველი გავხდებოდი, არ შეიძლებოდა. ჩემი მიზანი სწორედ „ბარსას“ პირველ ნომრად ჩამოყალიბებაა“, – განაცხადა ტერ შტეგენმა.