ტერ შტეგენი: “როისი “ბარსელონაში” ბრწყინვალე იქნებოდა”
კატალონიის “ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავ მარკო როისზე ისაუბრა და აღიარა, რომ მოხარული იქნება, თუ გერმანელი შემტევი “კამპ ნოუზე” დაიდებს ბინას.
“როისი “ბარსელონაში” ბრწყინვალე იქნებოდა. ვფიქრობ, უფრო დიდ კლუბში თავის შესაძლებლობებს უკეთ გამოიყენებდა, მაგრამ ის “ბორუსიაში” თავს ბედნიერად გრძნობს. ოჯახთან ერთად ბედნიერია, რაც მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა.
როისს ევროპის ნებისმიერ გრანდში შეუძლია თავის წარმოჩენა, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ის ყოველთვის ერთ აზრზეა – “არა, ვრჩები იქ, სადაც ჩემი ადგილია, სადაც ჩემი ოჯახი და მხარდამჭერები არიან.
ვიტყოდი, რომ მარკო როისი განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობს, გიჟური სტილი აქვს. მისგან მსგავსი გადაწყვეტილება ნამდვილად დასაფასებელია,” – აცხადებს ტერ შტეგენი.