ტერ შტეგენის, პიკეს, ლენგლეს და დე იონგის მომავალი გადაწყვეტილია
კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბმა ხელშეკრულებები ჟერარ პიკესთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან, ფრენკი დე იონგთან და ლენგლესთან განაახლა.
“ბარსელონამ” ახალი კონტრაქტების გაფორმების შესახებ ინფორმაცია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გახსნითი მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ მატჩში “ბლაუგრანამ” “ფერენცვაროში” გაანადგურა (5:1).
33 წლის პიკე, რომელიც უნგრულ კლუბთან თამაშისას მოედნიდან გააძევეს, “კამპ ნოუზე” 2024 წლამდე დარჩება. ესპანელი მცველი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში მე-13 სეზონს ატარებს.
რაც შეეხება ტერ შტეგენს, “გლადბახის” ყოფილმა მეკარემ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა, ლენგლემ – 2026 წლამდე, ისევე როგორც დე იონგმა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასი 400 მილიონ ევრო გახლავთ.