ტერაქტის გამო საფრანგეთი – გერმანიის მატჩის შემდეგ გულშემატკივრები მინდორზე გავიდნენ

თარიღი: ნოემბერი 14, 2015

საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკვირები სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მოედანზე გავიდნენ.

მაყურებლებს სტადიონის დატოვება არ შეეძლოთ, რადგან სტადიონთან მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, უსაფრთხოების მიზნით, არენის ყველა გასასვლელი გარკვეული ხნით დაიკეტა.

დღეს პარიზში რამდენიმე ტერორისტული აქტი მოხდა, მათ შორის ერთ-ერთი „სტად დე ფრანსთანაც“ იყო. აღნიშნულ მოვლენებს ორმოცზე მეტი ადამიანი შეეწირა.

მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანიც დაესწრო:

hollande-france-germany-francois-hollande-frank-walter-steinmeier-football_3376464

მსგავსი სიახლეები