ტერი: “როცა მოურინიო წავიდა, ყველა ფეხბურთელმა ვიტირეთ”
ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა კაპიტანმა, ჯონ ტერიმ ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. ინგლისელმა მცველმა გაიხსენა მომენტი, როცა ფეხბურთელებმა პორტუგალიელი მწვრთნელის კლუბიდან გაშვების შესახებ გაიგეს.
როგორც იცით, მოურინიო “ჩელსიში” 2004 წელს მივიდა და კლუბი 2007 წელს დატოვა.
“მოურინიო მოვიდა და გვითხრა: “მორჩა, გამათავისუფლეს.” ყველას ცრემლები მოგვადგა. მან ყველას ჩამოუარა და ჩაეხუტა. ზრდასრული კაცები ვტიროდით. ჩვენგან მიდიოდა მწვრთნელი, რომელიც მამასავით გვყავდა. კლუბის ხელმძღვანებლობას ვესაუბრეთ და ვუთხარით: “მოგვისმინეთ, ჩვენ გვინდა, რომ ის დარჩეს. თქვენ გადაწვყეტილება ნაჩქარევად მიიღეთ, ჟოზე საუკეთესოა.”
სამწუხაროდ, კლუბს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. მოურინიო ძალიან მომთხოვნი იყო. ხშირად იმაზე მეტს გვთხოვდა, ვიდრე შეგვეძლო. როცა კარიერას ასრულებ, ხვდები, რატომ აკეთებდა ამას”, – უთხრა ტერიმ Sky Sports-ს.