ტერიმ “ჩელსის” რიგებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა
ლონდონის “ჩელსის” კაპიტან ჯონ ტერისთვის ინგლისის პრემიერლიგის XXII ტურში “სუონსი სიტის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა კლუბის რიგებში ჩატარებული 649-ე მატჩი გახლდათ. ამ მაჩვენებლით ინგლისელმა მცველმა “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ჩამოიტოვა და მესამე ადგილი დაიკავა.
“ჩელსის” რიგებში ყველაზე მეტი მატჩი რონ ჰარისს აქვს ჩატარებული. მას კლუბის ფორმით 795 შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. მეორე ადგილზეა პიტერ ბონეტი, 729 მატჩით.