ტერიმ რეკორდი გაიმეორა
“ლესტერ სიტისა” და ლონდონის “ჩელსის” შორის ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის გადადებული შეხვედრა გუშინ გაიმართა და “პენსიონერების” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. აქედან ერთი გოლი “ჩელსის” კაპიტანმა ჯონ ტერიმ გაიტანა.
ამით ინგლისელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში მცველების მიერ გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდი გაიმეორა. ტერის აქტივში ახლა 38 გატანილი ბურთია. თავის დროზე ამდენივე გოლი გაიტანა ლივერპულის “ევერტონის” ყოფილმა მცველმა დევიდ ანსვორტმა.
28 გატანილი ბურთია “ლიდს იუნაიტედის” ყოფილი მცველის, იან ჰარტის აქტივში, რომელიც დღესდღეობით ჩემპიონშიფის მეორეადგილოსან “ბორნმუთის” ღირსებას იცავს. 26 გოლი გაიტანა “ევერტონის” მარცხენაფლანგელმა მცველმა ლეიტონ ბეინსმა.