ტევესი: “დე იონგი მუდმივად მაკონტროლებდა, თუმცა მაინც გავიტანე”
იტალიის სერია A-ს III ტურის ცენტრალური მატჩი “სან სიროზე” გაიმართა, სადაც “მილანმა” ტურინის “იუვენტუსი” მიიღო. შეხვედრა “ბებერმა სინიორას” გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი მატჩის 71-ე წუთზე ტურინელთა არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
“ველოდით, რომ თამაში სწორედ ასე განვითარდებოდა. “მილანმა” სეზონი ორი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა ჩვენ საკუთარი თავის რწმენა არ დაგვიკარგავს. ახლა უფრო ხშირად სიღრმიდან ვთამაშობ და მომწონს ეს ახალი პოზიცია, მაგრამ დღეს გოლი გატანის ბევრი შანსი არ მომცემია. ნაიჯელ დე იონგი მუდმივად მაკონტროლებდა, თუმც გოლი მაინც გავიტანე”, – ციტირებს ტევესის სტყვებს Sky Sport Italia.
არგენტინელმა ფეხბურთელმა გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა, ტრუსიდან საწოვარა ამოიღო.
“ეს ჩემს შვილს მივუძღვენი”, – აღნიშნა ტევესმა.