ტევესი ფრით უკმაყოფილოა
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, კარლოს ტევესი აცხადებს, რომ ის “ჰელას ვერონასთან” გამართული მატჩის შემდეგ, თავს უკმაყოფილოდ გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს გამართული მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში კი, კარლოს ტევესმა დუბლის გაფორმება მოახერხა.
“მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლის გატანა მოვახერხე, ძნელია, გახარებული ვიყო, რადგან გუნდმა გამარჯვება ვერ მოახერხა. იმედი მაქვს, მომდევნო ტურებში ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ”, – ამბობს ტევესი.