ტევესი: რა განსხვავებაა მესისა და რონალდუს შორის?

“ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა კრიშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის შორის არსებულ დიდ განსხვავებაზე ისაუბრა.
ტევესი “მანჩესტერ იუნაიტედში” რონალდუს თანაგუნდელი იყო, ხოლო არგენტინის ნაკრებში ის და მესი წლების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ.
“ყოველთვის ამას ვამბობ – მესი სპორტულ დარბაზში არასოდეს მინახავს. არც ის მინახავს, ლეო ბურთის გაჩერებაზე ან მსგავს კომპონენტებზე ვარჯიშობდეს. მესის ეს ყველაფერი ბუნებრივად აქვს. ადრე ის საჯარიმოებს არ ასრულებდა, მაგრამ შემდეგ ამ კომპონენტზე ვარჯიში დაიწყო, ახლა კი საჯარიმო დარტყმებით ლამაზი გოლები გააქვს.
კრიშტიანო მთელ დღეს დარბაზში ატარებს, ის ამითაა შეპყრობილი. მისი სურვილია, ყველაფერში საუკეთესო იყოს… დილის 9 საათზე გუნდს ვარჯიში დაწყებული ჯერ კიდევ არ გვქონდა, მაგრამ რონალდუ 8 საათიდან ვარჯიშობდა. თუ დილის 07:30 საათზე ბაზაზე მიხვიდოდი, კრიშტიანო იქ დაგხვდებოდა. ვფიქრობდი: “რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო, რომ ის ასე ადრე ბაზაზე მოსული არ ვნახო?” ამიტომაც, ერთ დღეს იქ დილის 6 საათზე მივედი, მაგრამ რონალდუ მაინც იქ დამხვდა”, – განაცხადა ტევესმა.