ტევესი: “თუ მესი “ბარსას” დატოვებს, მხოლოდ ამ კლუბში გადავა”
“შანხაი შენჰუას” არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა “ბარსელონადან” ლიონელ მესის შესაძლო აბარგების შესახებ ისაუბრა.
“მესისა და “ბარსელონას” შორის კონტრაქტის გახანგრძლივება ფინანსურ დეტალებზე არ არის დამოკიდებული. მთავარია, რას ეტყვის გული ლეოს. რთულია დიდხანს ერთ კლუბში თამაში, მით უფრო მაშინ, თუ ეს კლუბი “ბარსელონაა”, მაგრამ მაინც არამგონია, რომ მესიმ გუნდი გამოიცვალოს. თუ მესი “ბარსელონას” დატოვებს, იგი მხოლოდ “ნიუელს ოლდ ბოისში” გადავა.
რაც შეეხება “შახაი შენჰუას”, კლუბში ჩემი ანაზღაურება კონფიდენციალური ინფორმაციაა. მიყვარს სპორტი და ყოველთვის ვცდილობ, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენო. ჩინეთი ჩემთვის დიდი გამოწვევაა”, – ციტირებს ტევესის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ “ნიუელს ოლდ ბოისი” ლეო მესის პირველი პროფესიონალური კლუბია.