WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (374605) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

მთავარი კითხვა ნაკრებზე: გამოიძახებს “კაინოფობი” ვაისი თავდამსხმელს?

თარიღი: ოქტომბერი 9, 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა ანდორასთან და ლატვიასთან მატჩებისთვის მხოლოდ ერთი თავდამსხმელი, ნიკა კაჭარავა გამოიძახა. გიორგი ქვილითაიამ ტრავმა ჯერ კიდევ წინა შეკრების დროს მიიღო, ლევან მჭედლიძეს კი რამდენიმე დღის წინ კვლავ პრობლემები შეექმნა და ვერ ჩამოვიდა.

თუ დღეს დაცვაში ფლანგებს არ ჩავთვლით, ფორვარდის პოზიციის გარდა ყველა ადგილზე მინიმუმ 2 ძლიერი ფეხბურთელია და ცენტრალურ ნახევარდაცვაში, საერთოდ, ხუთი ერთმანეთზე ძლიერი ნახევარმცველია წარმოდგენილი. თავდამსხმელის პრობლემა დღეს კვლავც რჩება ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან თემად ნაკრებისთვის.

კაჭარავას ხშირი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, “ანორთოსისში” ის ახალგაზრდული ნაკრების შემტევის, ბექა მიქელთაძის შემცვლელია. გულშემატკივრებმა, მიუხედავად იმისა, რომ კაჭარავამ ლატვიასთან ერთ ეპიზოდში გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა არ ჩათვალა, ნიკა ყველაზე სუსტად მიიჩნიეს კონკრეტულად ამ შეხვედრაში და მას ძალზე დიდი კრიტიკა უძღვნეს. ქვილითაიაზე და მჭედლოძე საუბარი ახლა არც ღირს, ტრავმები ამ ბიჭების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.

კაინოფობია – ეს არის ის ფობია ახალი სიტუაციების, ცვლილებისა და სიახლეების შესახებ. დიახ, გარკვეული ფსიქოლოგიური თუ ფილოსოფიური ანალიზით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვაისს ეს საფეხბურთო ფობია აქვს და სიახლეების ყველაზე მეტად ეშინია. ლატვიასთან მე-80 წუთამდე მენტორმა ცვლილება არ გააკეთა, როდესაც გუნდს პრაქტიკულად შეტევაში არაფერი გამოსდიოდა და ცვლილება აშკარად საჭირო იყო.  ეროვნული ლიგის ბომბარდირი 16 გოლით გიორგი გაბედავაა და ის გაფართოებულ შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა. გაფართოებულ სიაშია სამტრედიული საჩემპიონო დუეტი, ბაჩანა არაბული და ბუდუ ზივზივაძე, მაგრამ რამდენად გამოიძახებს ვლადიმერი ამ ბიჭებიდან ერთ-ერთს მაინც, რთული სათქმელია.

კაინოფობია მედიცინაში ასევე ცნობილია, როგორც კაინოლოფობია, ნეოფობია და კაინოტოფობია. ამდენი ვარიანტი ვაისს ნამდვილად არ აქვს, მაგრამ მას შეუძლია სათამაშო პრაქტიკის მქონე ერთ-ერთი ამოირჩიოს და უბრალოდ, შანსი მაინც მისცეს.



მსგავსი სიახლეები