მთავარი კითხვა ნაკრებზე: გამოიძახებს “კაინოფობი” ვაისი თავდამსხმელს?

თარიღი: ოქტომბერი 9, 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა ანდორასთან და ლატვიასთან მატჩებისთვის მხოლოდ ერთი თავდამსხმელი, ნიკა კაჭარავა გამოიძახა. გიორგი ქვილითაიამ ტრავმა ჯერ კიდევ წინა შეკრების დროს მიიღო, ლევან მჭედლიძეს კი რამდენიმე დღის წინ კვლავ პრობლემები შეექმნა და ვერ ჩამოვიდა.

თუ დღეს დაცვაში ფლანგებს არ ჩავთვლით, ფორვარდის პოზიციის გარდა ყველა ადგილზე მინიმუმ 2 ძლიერი ფეხბურთელია და ცენტრალურ ნახევარდაცვაში, საერთოდ, ხუთი ერთმანეთზე ძლიერი ნახევარმცველია წარმოდგენილი. თავდამსხმელის პრობლემა დღეს კვლავც რჩება ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან თემად ნაკრებისთვის.

კაჭარავას ხშირი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, “ანორთოსისში” ის ახალგაზრდული ნაკრების შემტევის, ბექა მიქელთაძის შემცვლელია. გულშემატკივრებმა, მიუხედავად იმისა, რომ კაჭარავამ ლატვიასთან ერთ ეპიზოდში გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა არ ჩათვალა, ნიკა ყველაზე სუსტად მიიჩნიეს კონკრეტულად ამ შეხვედრაში და მას ძალზე დიდი კრიტიკა უძღვნეს. ქვილითაიაზე და მჭედლოძე საუბარი ახლა არც ღირს, ტრავმები ამ ბიჭების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.

კაინოფობია – ეს არის ის ფობია ახალი სიტუაციების, ცვლილებისა და სიახლეების შესახებ. დიახ, გარკვეული ფსიქოლოგიური თუ ფილოსოფიური ანალიზით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვაისს ეს საფეხბურთო ფობია აქვს და სიახლეების ყველაზე მეტად ეშინია. ლატვიასთან მე-80 წუთამდე მენტორმა ცვლილება არ გააკეთა, როდესაც გუნდს პრაქტიკულად შეტევაში არაფერი გამოსდიოდა და ცვლილება აშკარად საჭირო იყო.  ეროვნული ლიგის ბომბარდირი 16 გოლით გიორგი გაბედავაა და ის გაფართოებულ შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა. გაფართოებულ სიაშია სამტრედიული საჩემპიონო დუეტი, ბაჩანა არაბული და ბუდუ ზივზივაძე, მაგრამ რამდენად გამოიძახებს ვლადიმერი ამ ბიჭებიდან ერთ-ერთს მაინც, რთული სათქმელია.

კაინოფობია მედიცინაში ასევე ცნობილია, როგორც კაინოლოფობია, ნეოფობია და კაინოტოფობია. ამდენი ვარიანტი ვაისს ნამდვილად არ აქვს, მაგრამ მას შეუძლია სათამაშო პრაქტიკის მქონე ერთ-ერთი ამოირჩიოს და უბრალოდ, შანსი მაინც მისცეს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კახა ცხადაძე: “ტორპედო” სერიოზული გუნდია და მას პატივს ვცემთ”

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “ტორპედოს” მეტოქე შიმკენტის “ორდაბასი” იქნება, რომელსაც ქართველი სპეციალის...
წაკითხვა
ფეხბურთი

თურქული გრანდი გიორგი წიტაიშვილით დაინტერესდა

თურქული ვებ-გვერდ Fotospor-ის ინფორმაციით, კიევის “დინამოს” შემტევი ნახევარმცველით, გიორგი წიტაიშვილით თურქული “ბეშიქთაში” დაი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელიათი ესპანური და ბელგიური გუნდები დაინტერესდნენ

თბილისის “დინამოს” 23 წლის შემტევი, ლევან შენგელია, შესაძლოა, ლა ლიგა 2-ში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ჭიაბრიშვილი: “სურვილი მქონდა “სელტიკს” შევხვედროდით”

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალოს” მეტოქე მოლდოვური შერიფი იქნება. წილისყრასა და მეტოქეზე კომენტარი მთავარმა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი: “ორდაბასი” კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას&#

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მეტოქეზე ისაუბრა. “ტორპედოს”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გაუკეთა მთავარმა მსაჯმა ფეხბურთელებს (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ეხუმრება მთავარი არბიტრი ფეხბურთელს. View this post […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს თასი – “საბურთალომ” მოიგო, “სპაერი”, “გარე

დღეს საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის 4 შეხვედრა გაიმართა. ეროვნული ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი, ჩემპიონი “საბურთალო” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო მარტინესი: “ლუკაკუმ “მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა დატოვოს”

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, თვლის, რომ რომელუ ლუკაკუს მომავლისთვის უკეთესი იქნება, თუ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუარესი: “იანვარში 33 წლის გავხდები, დროა “ბარსელონამ” შემცვლელი იპოვოს&

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ სრულად აანალიზებს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 ივნისი

რაბიო “იუვენტუსში” გადასვლას დათანხმდა “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ადრიენ რაბიო “იუვენტუსში” გადასვლას დათან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკოლოზ ქუთათელაძე პარიზის შემდეგ მოსკოვში ითამაშებს

ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი, ნიკოლოზ ქუთათელაძე, მოსკოვში იმყოფება. გავრცელებული ცნობების თანახმად, უკლუბოდ დარჩენილმა ქართველმა უკვე გაიარა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერარდმა “დერბის” უარი უთხრა

თითქმის გადაწყვეტილია, რომ “დერბი ქაუნთის” თავკაცი ფრენკ ლამპარდი ლონდონის “ჩელსის” მიაშურებს და მაურიციო სარის შეცვლის, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

18 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალოს” მეტოქე ცნობილია

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიშელ პლატინი დააკავეს

უეფას ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ პლატინი დღეს საფრანგეთის პოლიციამ დააკავა. პლატინი დაკავებულია იმ საქმის გამოძიების ფარგლებში, […]...
წაკითხვა