თამაზ მაქაცარიამ სხივის ძვალი გაიტეხა და ოპერაცია დასჭირდა

თარიღი: მაისი 26, 2019

ბოლნისის “სიონის” თავდამსხმელმა თამაზ მაქაცარიამ “რუსთავის” წინააღმდეგ 75-ე წუთზე გოლის გატანისას სხივის ძვალი გაიტეხა.

მაქაცარიამ ოპერაცია უკვე გაიკეთა და ყველაფერი წარმატებულად დასრულდა.

“სიონი” “რუსთავთან” 83-ე წუთამდე 0-3 მარცხდებოდა და 91-ე წუთზე უკვე ანგარიში 3-3 იყო.

მსგავსი სიახლეები