თანაგუნდელები პენალტის შესრულებამდე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – ეპიზოდის მოულოდნელი დასასრული (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 11, 2020

10 სექტემბერს, ამერიკის MLS-ში “ინტერ მაიამი” საკუთარ მოედანზე “ატლანტა იუნაიტედს” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

მატჩის 43-ე წუთზე სტუმრებს პენალტის შესრულების საშუალება მიეცათ. თერთმეტმეტრიანის დარტყმა “ატლანტა იუნაიტედის” ორ ფეხბურთელს სურდა – ეზეკიელ ბარკო და ერიკ ტორესი ერთმანეთთან შეკამათდნენ. საბოლოოდ, პენალტი ბარკომ შეასრულა, ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ერიკ ტორესმა ყველას დაასწრო და გოლი გაიტანა.

სტუმართა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ, გაირკვა, რომ ფეხბურთელები საჯარიმოში დარტყმის შესრულებამდე შევიდნენ, ამიტომ არბიტრმა გადაწყვიტა, რომ “ატლანტა იუნაიტედს” პენალტი თავიდან უნდა შეესრულებინა. ბურთთან ისევ ბარკო მივიდა, რომლის დარტყმულიც მეკარემ ისევ მოიგერია და ეპიზოდიც ასე დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სიახლეები