თანაგუნდელები, რომლებიც ვარჯიშზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
28 ივლისს, აშშ-ში მყოფი “ბარსელონას” დილის ვარჯიშზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, ნეიმარი თანაგუნდელ ნელსონ სემედუს წაეჩხუბა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
Fanebi.Com გთავაზობთ რამდენიმე შემმთხვევას, როდესაც თანაგუნდელებმა ვარჯიშზე ერთმანეთთან იჩხუბეს.
ტომას გრავესენი – რობინიო (ვიდეო)
2006 წელს, მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე, ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ გრავესენი და რობინიო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ორივე ფეხბურთელი ვარჯიშიდან დაითხოვა.
ჟერომ ბოატენგი – რობერტ ლევანდოვსკი (ვიდეო)
2015 წელს, “ბაიერნის” ვარჯიშზე ერთმანეთს ჟერომ ბოატენგი და რობერტ ლევანდოვსკი დაუპირისპირდნენ. ფეხბურთელების დამშვიდება თანაგუნდელებმა შეძლეს. ორივე მათგანს ვარჯიშის დატოვება მოუწია.
არიენ რობენი – ბრუნო მარტინს ინდი (ვიდეო)
2014 წელს, ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრები მომდევნო მატჩისათვის ემზადებოდა, როცა არიენ რობენსა და ბურნო მარტინს ინდის შორის ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად, რობენის წინააღმდეგ ინდიმ იუხეშა, რასაც “ბაიერნის” ფეხბურთელის პასუხი მოჰყვა.
კარლოს ტევესი – მარკინიოსი (ვიდეო)
2005-2006 წლების სეზონში, კარლოს ტევესი ბრაზილიური “კორინთიასის” ღირსებას იცავდა. არგენტინელ თავდამსხმელი ვარჯიშზე თანაგუნდელ მარკინიოსს დაუპირისპირდა. ფეხბურთელებმა ერთმანეთთან მუშტი-კრივი გამართეს, საბოლოოდ კი, ორივემ ვარჯიში დატოვა.