თანამედროვე სპორტის ყველაზე ცნობილი გულშემატკივრები
გთავაზობთ იმ ხალხს, რომელსაც ტელევიზორში ზოგჯერ სპორტსმენებზე უფრო ხშირად ვხედავთ.
დიდი ზენფტი. ველოსპორტის გერმენელი გულშემატკივარი, რომელსაც „ელ დიაბლოს“ ეძახიან. ველოსპორტის მთავარ ტრასებზე ჯერ კიდევ 1993 წლიდან დადის.
კლოვის აკოსტა ფერნანდესი. ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარი, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრების 150 მატჩს დაესწრო, მათ შორის გერმანიასთან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას.
ნორბერტ შტარკი. ბიატლონის გერმანელი მოყვარული. 1992 წლიდან მას არც ერთი მსოფლიო თასი არ გამოუტოვებია.
კევინ შრედერი ჰოკეის ეროვნული ლიგის მონაწილის „კოლამბუს ბლუ ჯეკეტსის“ გულშემატკვიარია.
სერგეი ზაბოროვსკი, ზედმეტსახელად პარამონი. 1967 წლიდან კიევის „დინამოს“ გულშემატკივრობს. ევროპის ლიგის ერთ-ერთ მატჩის შემდეგ მან მთავარ მსაჯს
ტომას ბალაიშისი. კალათბურთის ლიტველი გულშემატკივარი, ზედმეტსახელად სეკლა. ცნობილია იმით, რომ ნაკრების არც ერთ შეხვედრას არ ტოვებს და წვერი არასდროს გაუპარსავს.
ბული. ლონდონის „არსენალის“ ქომაგი, რომელიც საყვარელი გუნდის მატჩებზე 30 წლის განმავლობაში დადის.
მწვანე კაცუნები, ანუ „ვანკუვერ კენაკსის“ გულშემატკივრები.
მოკო. სენეგალელი გულშემატკივარი, რომელიც გრან-პრის ეტაპებზე 1970 წლიდან რეგულარულად დადის.
დარელ ბეილი. „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ქომაგი, რომელსაც ცეკვა გულშემატკივარ გოგონებზე უფრო ემტად უყვარს.
არიგო ბროვედარი. „უდინეზეს“ ერთადერთი ქომაგი, რომელიც 2012 წლის დეკემბერში „სამპდორიასთან“ მატჩს დაესწრო.
ბარბაში. „ბენფიკას“ გულშემატკივარი, რომელიც გუნდის მატჩებს 35 წელზე მეტია, რაც არ ტოვებს.