თასის ფინალს თორნიკე გვანცელაძე განსჯის
ხვალ 21 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს დინამო თბილისი და ჩიხურა საჩხერე დაუპირისპირდებიან. ფინალურ მატჩს თორნიკე გვანცელაძეგანსჯის. თორნიკე გვანცელაძეს ასისტენტობას ზ. ფიფია და დ.ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები გ. ვადაჩკორია და გ.ყრუაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ლ. სილაგავაშეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით თორნიკე გვანცელაძემ უკანასკნელად 2013 წლის 20 ოქტომბერის შეხვედრაში იმსაჯა, რომელშიც დინამოელებმა საკუთარ არენაზე საჩხერეს 6:1 აჯობეს. აღნიშნულ მატჩში თორნიკე გვანცელაძემ სამი ფეხბურთელი გააფრთხილა.
ბოლო თამაში, თორნიკე გვანცელაძემ 17 მაისს იმსაჯა. ზესტაფონისა და სიონის შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. მსაჯმა 6 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის თორნიკე გვანცელაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
თორნიკე გვანცელაძე
===========================================
უმაღლესი ლიგა – 83 თამაში / 331 ყვითელი / 11 წითელი / 13 პენალტი
პირველი ლიგა – 12 თამაში / 52 ყვითელი / 2 წითელი / 4 პენალტი
საქართველოს თასი – 15 თამაში / 68 ყვითელი / 3 წითელი / 6 პენალტი
FCDinamo.GE