WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (171692) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

თასის ფინალში “დინამო” და “ჩიხურა” იასპარეზებენ

თარიღი: აპრილი 23, 2014

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალისტთა ვინაობა გახდა ცნობილი. შარშანდელი ფინალის მსგავსად ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ერთამნეთს “დინამო თბილისი” და “ჩიხურა” დაუპირისპირდებიან.

“დინამომ” საგზური გორის “დილას” დამარცხებით მოიპოვა. თბილისში 1-0 დასრულებული მატჩის შემდეგ დინამოელებმა გორში იოლად, 4-2 მოიგეს.

ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა. მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტის დარტყმა ჩისკომ ითავა, თუმცა მეკარე შეყრილაძემ ესპანელ ლეგიონერს კუთხე გამოუცნო და ბურთი კუთხურზე გადააგდო, საიდანაც ჩამოწოდებულზე რეხვიაშვილმა დაასწრო ყველას და “დინამო” დააწინაურა.

შეხვედრის ძირითადი მოვლენები ბოლო ნახევარ საათში განვითარდა. 59-ე წუთზე მარცვალაძე მეტოქის საჯარიმოში აღმოჩნდა, მცველი ჩამოიშორა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 66-ე წუთზე იმავე მარცვალაძის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა გოლად მერებაშვილმა აქცია. სულ რაღაც სამ წუთში კი, მარცვალაძემ მეკარესთან პირისპირ გავიდა და დუბლი გაიფორმა.

84-ე წუთზე გორელებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს. ხურცილავას საჯარიმოში ხელზე მოხვდა ბურთი და ვადაჭკორიამაც პენალტი უყოყმანოდ დანიშნა, რომელიც ბოლქვაძემ ზუსტად შეასრულა. ბოლო წუთზე კი, გიორგი ლორიას შეცდომით ალქესანდრე კოშკაძემ ისარგებლა, ბურთი ცარიალ კარში შეაგორა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:4.

მატჩის დამთავრების შემდეგ უსიამოვნო ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. გულშემატკივრების ნაწილმა გიორგი ლორიას შეურაცხყოფა მიაყენა. დინამოს მეკარემა კი, ძლიერი დარტყმით ბურთი ტრიბუნებისკენ გაუშვა, საიდანც მის მიმართ არც თუ ისე სასიამოვნო სიტყვები ისმოდა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში, რომელსაც ივანწმინდამ უმაპსინძა “ჩიხურამ” ქობულეთის “შუქურა” 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან გოლები ლაშა ქიმაძემ, დავით ოდიკაძემ და ნიკა კვასხვაძემ გაიტანეს.

 



მსგავსი სიახლეები