თასის ფინალში წაგების შემთხვევაში, ვალვერდეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ
კატალონიური პრესა საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ერნესტო ვალვერდეს მომავალი “ბარსელონაში” დიდი კიტხვის ნიშნის ქვეშ დგას.
როგორც ცნობილი ხდება, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელები ძალიან უკმაყოფილოები არიან “რომასთან” გამოვარდნით და ესპანეთის თასის ფინალში წაგების შემთხვევაში, მზად არიან ვალვერდე კლუბიდან გაუშვან.
ფანები “ოქროს დუბლითაც” არ კმაყოფილდებიან და “ატლეტიკის” ყოფილი თავკაცისგან, რომელსაც უკვე შეუსრულდა 54 წელი, მადრიდის “რეალის” დამარცხებასაც ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ვალვერდემ “ბარსელონა” 2017 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა. ხელშეკრულებაში ჩატანილია პუნქტი, სადაც კონტრაქტის კიდევე ერთი წლით გახანგრძლივებაზეცაა საუბარი.