“თავი ვარჯიშზე მგონია” – ფაბრეგასი ბუნდესლიგის განახლებაზე
“მონაკოს” ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი სოციალური ქსელის საშუალების გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატში მატჩების განახლებას გამოეხმაურა.
33 წლის ფეხბურთელი წერს, რომ ამის შემდეგ ფანების ძალა კიდევ უფრო მეტად დაფასდება.
“თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ვარჯიშს ვუყურებ. შეგიძლია გაიგონო, რას ჰყვირიან ფეხბურთელები და მწვრთნელები. ახლა ფანების ძალას კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ. კაპიტნები მოედნის მხარეს სამმეტრიანი დისტანციის დაცვით ირჩევენ, ამის შემდეგ კი ისინი ერთმანეთის პირისპირ იბრძვიან. მიხარია, რომ ფეხბურთი დაბრუნდა, ჩვენ ეს გვჭირდებოდა, მაგრამ დიდი დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ ახალ ფეხბურთს მივეჩვიოთ. გოლების ერთად აღნიშვნა არ შეიძლება? ეს არ ვიცოდი”, – წერს ფაბრეგასი.
I feel like I’m watching a training session. U can hear all players and coaches shouting. Now we will value the power of the fans even more. Captains choosing pitch sides with 3 meters distance when straight away they have to fight for every ball against each other face to face..
— Cesc Fàbregas Soler (@cesc4official) May 16, 2020
You can’t celebrate goals together? Didn’t know this one. 🙈
— Cesc Fàbregas Soler (@cesc4official) May 16, 2020