თავისუფლების ერთი ბრინჯაო და ორი ლიცენზია
ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ერთი ბრინჯაოს მედალი და ორი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. რიო დე ჯანეიროში გასამართი ოლიმპიადის საგზურები სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) გაინაღდეს. ბრინჯაო კი ამინაშვილს ერგო.
ამინაშვილმა თავდაპირველად ამერიკელი ჯეიკობ ხერბერტი 6:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში თურქეთის წარმომადგენელ იაშარ სელიმს დაუპირისპირდა და 0:2 დათმო. თურქი მოჭიდავე ფინალში გავიდა და ამინაშვილი რეპეშაჰში გაიყოლია. იქ კი ქართველმა ფალავანმა ორი შეხვედრა მოიგო. ჯერ პუერტო რიკოელი ესპინალი დაამარცხა (5:1), ხოლო შემდეგ ვენესუელელი ცებალოსი (5:3) და ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავა, სადაც მისი მეტოქე, აზერბაიჯანელი მაგომედგაჯი ხატიევი ტრავმირებული გამოვიდა საჭიდაოდ ად შეხვედრის დროს უფრო გაუმწვავდა, რის გამოც ბრძოლა შეწყვირა და ჩვენებური ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ოდიკაძემ ნახევარფინალამდე წაუგებლად იარა. ქართველმა ფალავანმა ჯერ არგეტინელი მაიერი დაამარცხა (10:0) დაამარცხა, შემდეგ კანადელი გილი (5:3), ხოლო მეოთხედფინალში კორეელი ჯეეგანგ კიმი (4:2). ნახევარინალში ჩვენებური რუს აბდუსალამ გადისოვს შეხვდა და 2:7 დამარცხდა. მესამე ადგილისთვის ჩვენებურის მეტოქე აზერბაიჯანელი ხეთაგ გაზიუმოვი იყო. თავიდან ჩვენებური დაწინაურდა, მაგრამ ერთ ეპიზოდში შეცდომა დაუშვა და მეტოქის ოთხქულიან გდებაზე მოჰყვა და მედალი აზერბაიჯანელ მოჭიდავეს „დაუთმო“.
დღესვე ხალიჩაზე ბექა ლომთაძეც (61) გავიდა. მართალია, ეს წონა სალიცენზიო არ არის, მაგრამ მედლით მკერდის დამშვენება შეიძლებოდა, მით უფრო, რომ ბექამ ჯერ ფილიპილენ ნიკოლესკუს 10:0 მოუგო, შემდეგ დაძაბულ ბრძოლაში 6:4 დაამარცხა კორეელი იაჰუმ იანგი, მაგრამ მეოთხედფინალში 5:10 დამარცხდა მონღოლ ნომინ ბატბოლდთან. მონღოლი ფინალში გავიდა, ლომთაძე რეპეჟაშში გადაერთო, მაგრამ იქ ინდოელ ბაჯრანგთან 6:13 წააგო და მედლის გარეშე დარჩა.