თბილისი ევროპის ახალგაზრდული ლიგის (EYBL) ოთხთა ფინალს უმასპინძლებს

თარიღი: აპრილი 25, 2018

28-29 აპრილს თბილისი ევროპის ახალგაზრდული ლიგის (EYBL) ოთხთა ფინალს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქს ეწვევიან აღნიშნული ლიგის უმაღლესი – 20-წლამდელთა პირველობის საუკეთესო გუნდები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ევროპის ახალგაზრდული ლიგა საკმაოდ მასშტაბური და პოპულარული ტურნირია. პირველობები ტარდება როგორც ვაჟთა (U14, U 15, U16, U 17, U20), ისე გოგონათა (U12, U13, U15, U17, U19) შორის. ლიგაში ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კლუბები მონაწილეობენ, თუმცა არიან წარმომადგენლები იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან. მთლიანობაში, ევროპის ლიგაში ევროპის 30 ქვეყნის კლუბები ასპარეზობენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევროპის ახალგაზრდულ ლიგასთან თანამშრომლობა 4 წლის წინ დაიწყო და მასში ჩვენი ქვეყნის დაბალი ასაკობრივი ნაკრებები მონაწილეობდნენ. წინა, 2016-2017 წლების სეზონში ევროპის ლიგაში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებიც ჩაერთო და პირველივე სეზონში ოთხთა ფინალში გავიდა, საბოლოოდ კი მე-3 ადგილს დასჯერდა. ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიმდინარე სეზონშიც მოახერხა ოთხთა ფინალში გასვლა და 28-29 აპრილს თბილისში ჩემპიონობის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ოთხთა ფინალში საქართველოს U20 ნაკრების პირველი მეტოქე იქნება ბელარუსული „ცმოკი-მინსკი“, ხოლო მეორე ნახევარფინალში პოლონური „ვლადსლავოვო“ და ლატვიური „ვალმიერა“ შეხვდებიან. გამარჯვებულები ფინალში 29 აპრილს ითამაშებენ, დამარცხებულები კი ამავე დღეს მე-3 ადგილს გაითამაშებენ.

მიმდინარე სეზონი ევროპის ახალგაზრდული ლიგისთვის გამორჩეულია: წლეულს ლიგას 20 წელი უსრულდება და ამასთან დაკავშირებით გასულ უქმეებზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში EYBL-ის ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროპულ ლიგის ბორდი გაფართოვდა და მასში საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდების გენერალური მენეჯერი, გივი სანაძე იქნა რჩეული.

ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვა EYBL-ის საპატიო პრეზიდენტი, გუნტის სენჰოფსი.

პაატა გურასპაული (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): ძალიან მნიშვნელოვან ტურნირს ვმასპინძლობთ. იმედია, ჩვენი გუნდი წარმატებით იასპარეზებს ოთხთა ფინალში და ორგანიზებაც შესაფერისი იქნება. მოგეხსენებათ, 20-წლამდელთა ნაკრები ეროვნულის რეზერვია და სწორედ ახალგაზრდა მოთამაშეებზე დაკვირვების მიზნით, ტურნირს ილიას ზუროსი დაესწრება. ევროპის ახალგაზრდულ ლიგასთან უკვე მეოთხე წელია, ვთანამშრომლობთ და ეს ხელს უწყობს ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელების ზრდას, კალათბურთის პოპულარიზაციას. გულშემატკივარს მოვუწოდებ, მოვიდეს ოლიმპიურ სასახლეში და მხარი დაუჭიროს ჩვენს ნაკრებს.

გივი სანაძე (ასაკობრივი ნაკრებებების გენერალური მენეჯერი): უკვე მეოთხე წელია, ევროპის ახალგაზრდულ ლიგასთან ვთანამშრომლობთ. ახალაგზარდა მოთამაშეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორიო გამოცდილება. თავდაპირველად, აღნიშნულ ტურნირში დაბალი ასაკობრივი ნაკრებები ჩავრთეთ, წინა სეზონიდან კი მასში მონაწილეობა 20-წლამდელებმაც მიიღეს. ეს ტურნირი ფიბას ეგიდით ტარდება და ჩვენთვის დიდი პატივია მისი მასპინძლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციისთვისა და რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მოთამაშეების კლასის ამაღლებისთვის. ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში თავდაპირველად 2001 წელს დაბადებულებმა იასპარეზეს, რომლებმაც გასულ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონიდან „ა“-ში გადაინაცვლეს. ევროპის ლიგას ახლახანს შეუსრულდა 20 წელი და მასში მთლიანობაში 328 ვაჟთა და გოგონათა 88 გუნდი ასპარეზობს.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ჩვენი უმთავრესი მიზანი კალათბურთში რაც შეიძლება მეტი გულშემატკივრის მოზიდვაა. სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს კალათბურთით და სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო მასობრივი გახდეს ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება უშუალოდ მოახლოვებულ ოთხთა ფინალს, მასში მოხვედრა უკვე წარმატებაა ჩვენი გუნდისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და ქართველ გულშემატკივარს გამარჯვება ვაჩუქოთ. რაც შეეხება შემადგენლობას, ნაკრებს ახალგაზრდა ლეგიონერებიც შემოურთდებიან. ესპანეთში მოთამაშე ლუკა ბულაშვილი უკვე თბილისშია, ამერიკიდან მალე ჩამოვა ლადო ფურცხვანიძეც. სამწუხაროა, რომ ოთხთა ფინალში ვერ დაგვეხმარება დავით აფხაზავა, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს. იმედი მაქვს, ის მომავალ, ზაფხულში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე მოიშუშებს ტრავმას. ეს ოთხთა ფინალი თავის მხრივ დიდად დაგვეხმარება გუნდის შეკვრასა და შეთამაშებაში, რათა ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად წარვსდგეთ.

GBF.GE

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

სიგიჟე – რა გაუკეთეს კევინ დურანტს ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე? (ვიდეო)

23 ივლიის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აშშ-ის ოლიმპიურმა ნაკრებმაც მიიღო. შუა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ღმერთო ჩემო, ბავშვები ფეხბურთზე უნდა შევიყვანო” – აიზეია ტომასი მესის ხ

30 ინივსს, ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტი ამოეწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავისუფალი აგენტი გახდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ონილი: ‘როცა ხალხი უმუშევარია და შენ წელიწადში 200 მილიონს გამოიმუშავებ, არ უნდა იწუ

NBA-ს ლეგენდა შაკილ ონილი ლებრონ ჯეიმსის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. ლებრონმა თქვა, რომ სათამაშო კალენდარი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისათვის შემადგენლობა დაასახელა. ამერიკელთა 12-კაციან გან...
წაკითხვა
კალათბურთი

საოცარი ფიზიკური ტრანსფორმაცია – როგორ გამოიყურება შაკილ ონილი ამჟამად (ფოტო)

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, შაკილ ონილმა ვარჯიში დაიწყო და ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 49 წლის შაქს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინმა ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჯილდოს მიღების შემდეგ, [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა! (ფოტო, ვიდეო)

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ცენტრმა ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ტენერიფე” – “ბარსელონას” მატჩზე ქართული სიმღერა ჩაირთო (ვიდ

22 მაისს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტენერიფემ” საკუთარ კედლებში “ბარსელონა” მიიღო და 72:96 დამარცხდა. მატჩის მესამე ...
წაკითხვა
კალათბურთი

სტეფ კარი რეკლამაში ქართული ბრენდის ფეხსაცმლით გამოჩნდა (ფოტო, ვიდეო)

კალათბურთის ცოცხალმა ლეგენდამ სტეფ კარიმ ქართული ბრენდი CROSTY-ს ფეხსაცმელი კიდევ ერთხელ ჩაიცვა. ამჯერად ის ამერიკულ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ორმაგი დუბლი – გოგა ბითაძის საუკეთესო მატჩი NBA-ში! (ვიდეო)

19 მაისს, NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფლეი-ინის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “შარლოტ ჰორნეტსს” უმასპინძლა და...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

GOGA BITADZE BLOCKED THE KING pic.twitter.com/aBWJTueSar — Kory Waldron (@KWalHoops) May 15, 2021 Goga blocks […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ფორბსმა” მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი დაასახელა

მიუხედავად იმისა, რომ კონორ მაკგრეგორმა 2020 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, ის ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რამდენია ფილიპ ორშულას ხელფასი? – ფეხბურთელი, რომელიც მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” სლოვაკი ლეგიონერი ფილიპ ორშულა განაცხადშიც ვერ ხვდება და მე-2 გუნდში, მე-4 ლიგაში სათადარიგო […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ რობინ ლოპესს ზედიზედ ორჯერ დაუფარა (ვიდეო)

9 მაისს, NBA-ში ერთმანეთს “ინდიანა პეისერსი” და “ვაშინგტონ უიზარდსი” დაუპირისპირდნენ. “ინდიანას” რიგებში 15:42 წუთ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ოლიმპის” კალათბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში “ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპი” 97:74 დაამარცხა. მატჩის მიწურულს სკა...
წაკითხვა