თბილისი მოლში 3×3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი გაიხსნა
დღეს, თბილისი მოლში 3×3-ზე კალათბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიალი და პირველი, თბილისის ეტაპის მატჩები გაიმართა. ტურნირი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში გაგრძელდება. ფინალურ ეტაპს კი კვლავ თბილისი უმასპინძლებს.
მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “დიდი მადლობა თბილისი მოლს, სპორტსმენებს და შეკრებილ საზოგადოებას. გვაქვს პატივი ჩავატაროთ პირველი ჩემპიონატი. მადლობა ჩვენს მხარდმჭერ კომპანიებს.”
ლევან ყიფიანი ( სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): “მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა თბილისის მოლს. მადლობა ყველა მნაწილეს და კალათბურთის ფედერაციას.”
სიტყვით გამოსვლის შემდეგ საგანგებოდ შექმნილ მოედანზე გახსნის ეფექტური ცერემონიალი დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ მატჩები განახლდა.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები