თბილისი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მოლოდინშია – ზამთრის თასი 2019 იწყება

თარიღი: იანვარი 5, 2019

11, 12 და 13 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე დარბაზის ფეხბურთის ტრადიციულ ტურნირს, დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშებას უმასპინძლებს.

წელს ზამთრის თასის ლეგენდების გათამაშება ვარსკვლავური შემადგენლობითა და ახალი გუნდებით გაახარებს ფეხბურთის გულშემატკივარს.

თბილისის ოლიმპიური სასახლე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მოლოდინშია. ტრადიციულად, ჩატარდება გათამაშება ეროვნული ჩემპიონატის კლუბებს შორის, რომლის მთავარი მიზანი ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნებაა.

სამივე დღეს, ტრადიციად ქცეულ, საახალწლო გათამაშებაზე დასწრება, ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

ამ ეტაპზე, ცნობილია გათამაშების მონაწილე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 13 გუნდის ვინაობა და ტურნირის ფორმატი. კლუბები ერთ ოთხგუნდიან და სამ სამგუნდიან ქვეჯგუფში არიან გადანაწილებული. თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით, ზამთრის თასი 2019-ს 15- წლამდე გუნდებიც გაითამაშებენ. ტურნირში რეგიონული ნაკრებები და საფეხბურთო კლუბების 15-წლამდე გუნდები მონაწილეობენ.

წელს ზამთრის თასის გათამაშება მესამედ გაიმართება. 2017 წელს გამართული პირველი ტურნირის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი “გაგრა” გახდა, 2018 წელს კი, საუკეთესოს ტიტული თბილისის “ლოკომოტივმა” მოიპოვა. ლეგენდების გათამაშებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდმა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიპოვა.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიორგი ქოჩორაშვილი “ლევანტეში” ითამაშებს

თბილისის “საბურთალოს” 20 წლის ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ბოლოს “ჟირონაში” თამაშობდა, კარიერას “ლევანტეში...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ჭიაბრიშვილი: “ზაგრების “დინამოსთან” 1 შეტევითი კოზირი გვაქვს”

საფეხბურთო კლუბი საბურთალო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტირასპოლის შერიფის ბარიერი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზურაბ მენთეშაშვილი ახალ გუნდში გადავიდა

საფეხბურთო კლუბ “თელავში” რამდენიმე ახალწვეულია და მათ შორის, საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ზურაბ მენთეშაშვილიც. 39 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაგალითი “საბურთალოს” მალტელებისგან: როგორ დავამარცხოთ ფავორიტი ხორვატიიდან?

თბილისის “საბურთალოსა” და ზაგრების “დინამოს” მატჩი თითქმის კარს მოგვადგა. საინტერესოა, რომ ზემოთ აღნიშნულ შეხვედრამდე რამდენიმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამ გააბრაზა იბრაჰიმოვიჩი “სან ხოსესთან” მატჩში?

“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი “სან ხოსესთან” გამართულ მატჩზე გააკეთა და აღნიშნა, რომ [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯაბა ჯიღაური საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა

ბათუმის “დინამომ” საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, 27 წლის ჯაბა ჯიღაური დაიმატა. ჯიღაური ბოლოს ლიგა 2-ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი “ორდაბასთან” მარცხის შემდეგ: “ერთადერთი რამ მაძლევს იმედს&

18 ივლისს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა ქუთაისის “ტორპედოსა” და ყაზახურ “ორდაბასს” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ცხადაძე: “ტორპედოსთან” გავარდნა კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა”

18 ივლისს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა ქუთაისის “ტორპედოსა” და ყაზახურ “ორდაბასს” [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ჩიხურას” მეტოქე ცნობილია

18 ივლისს, უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტერესო იყო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედო” – “ორდაბასი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედო” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთეს ლუქსემბურგის “ფოლას” ფეხბურთელებმა “ჩიხურასთან” წაგები

საჩხერის “ჩიხურასთან” ლუქსემბურგის “ფოლა” “დინამო არენაზე” 2-1 დამარცხა და ევროპა ლიგას ჩამოშორდა. სოციალურ ქსელში...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძე: “თუ ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი, დარწმუნებული ვარ მოვიგებთ”

გიორგი კოხრეიძემ, რომელმაც “შერიფთან” ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ტირასპოლშიც და თბილისშიც ყვითელი ბარათები მიიღო. სხვადასხვა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძეს გამოსამშვიდობებელი წერილი “ტორპედოს”

ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ გამოსამშვიდობებელი წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “ვეძებდი შესაფერის დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ითამაშებს თუ არა გიორგი კოხრეიძე ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ?

16 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა თბილისის “საბურთალოსა” და ტირასპოლის “შერიფს”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერიკა შუკაკიძე: “აბერდინთან” გამარჯვება გმირობა იქნება”

საჩხერის “ჩიხურას” დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ “ფოლას” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “პირველ რიგში მინდა მივულო...
წაკითხვა