თბილისი სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
გერმანიის ქალაქ ბრანდერბურგში 14-16 ოქტომბერს 16-წლამდელ სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობდა 18-ქვეყნის 260 სპორტსმენი. ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებიდან ძალები მოსინჯა ორმა სუმოისტმა – ჭაბუკა გამყრელიძემ და ნოდარ კუთხაშვილმა, რომლებმაც დაიკავეს პირად-გუნდური მესამე ადგილი და მოიპოვეს ბრინჯაოს მედალი.
ბრანდებურგშივე გაიმართა ევროპის სუმოს ფედერაციის კონგრესი, სადაც დამტკიცდა ევროპის ჩემპიონატების ჩატარების თარიღები და მასპინძელი ქვეყნები.
გაისად თბილისში, 21-24 აპრილს ევროპის ჩემპიონატი 21და 23-წლამდელებში და დიდებში ჩატარდება, ხოლო 14-16-18 წლიანების ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ბუდაპეშტში 10-13 ნოემბერს. კენჭისყრის დროს თბილისის კონკურნტი ბუდაპეშტი იყო, მაგრამ დელეგატებმა უპირატესობა საქართველოს მიანიჭეს 17 ხმით 1-ის წინააღმდეგ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური