თბილისის 16 და 18-წლამდელთა პირველობებზე ჯგუფები დაკომპლექტდა

თარიღი: დეკემბერი 10, 2014

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ხელმძღვანელების შეხვედრა ქალაქის პირველობებზე მოასპარეზე გუნდების მწვრთნელებთან. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა 16 და 18 წლამდელთა ,,ბ” ლიგების ჩატარების ფორმატი და გაირკვა ჯგუფები. 16-წლამდელთა ,,ბ” ლიგაში მონაწილეობას მიიღებს 18 გუნდი, რომლებიც 2 ჯგუფში განაწილდნენ. ასევე ორი ჯგუფი იქნება 18-წლამდელთა ,,ბ” ლიგაშიც, რომელშიც 14 გუნდი იასპარეზებს.

შეხვედრაზე დაზუსტდა 13-წლამდელთა ქალაქის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა და აღნიშნული ჩემპიონატის კენჭისყრა ხუთშაბათს დაიგეგმა.
gbf.ge
მსგავსი სიახლეები