თბილისის ჩემპიონი 14-წლამდელთა შორის საკალათბურთო კლუბი “აკადემია” გახდა

თარიღი: დეკემბერი 24, 2014

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონი საკალათბურთო კლუბი „აკადემია“ გახდა. უხვქულიან და საინტერესო ფინალში ალეკო ჯაფარიძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ირაკლი ხომერიკის, ნიკა ჯანდიერისა და ამროსი ორმოცაძის „იბერი“ 106:93 დაამარცხეს.

შეხვედრის დასაწყისში მოპოვებული ლიდერობა აკადემიელებმა თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვეს. „იბერი“ ირაკლი სულხანიშვილის წინამძღოლობით ცდილობდა ვითარების შეცვლას, მაგრამ ანგარიშის შემცირებაზე მეტს ვერაფერს ახერხებდა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

სულხანიშვილმა ფინალურ მატჩში 62 ქულა ჩააგდო, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მიშო ზურაბაშვილმა „აკადემიას“ 51 ქულა შესძინა და ამ გუნდის ჩემპიონობაში ლომის წილი დაიდო.

ამ კალათბურთელებმა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის მიერ დაწესებული ინდივიდუალური პრიზები დაისაკუთრეს. სულხანიშვილი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ხოლო ზურაბაშვილი ფინალის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

ტურნირის სიმპათია გახდა მესამე ადგილზე გასული „ორბის“ გამთამაშებელი გაბო გორგაძე. ინდივიდუალური პრიზების მომგები მოთამაშეები და პრიზიორი გუნდების წევრები ტურნირის მთავარი ორგანიზატორის, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ხელმძღვანელობამ დააჯილდოვა.

კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა „აკადმეიას“ საჩემპიონო თასი გადასცა, პრიზები კი კავშირის გამგეობის წევრებმა ზაზა ღონღაძემ, ლევან წულაიამ, დავით გოცირიძემ დაარიგეს. დაჯილდოვების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა ტურნირის ორგანიზატორთა ჯგუფის წევრმა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ალეკო პეტრიაშვილმა.

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი. სპორტის სასახლე. 20 დეკემბერი

ფინალი

იბერი 93:106 აკადემია

17:24, 24:25, 23:28, 29:29

იბერი: სულხანიძვილი (62ქ, 13მ), გიორგაძე (7), ჭიჭინაძე (6), გელოვანი, ჩხიტუნიძე (9), ჭყონია (8), ძნელაძე, გოგოლაშვილი

აკადემია: ანდრონიკაშვილი (19ქ, 9პ), მიქელაძე (15ქ, 15მ), კოპალეიშვილი, ზურაბაშვილი (51), რუხაძე (1), ცხვარაძე, ქროული, ფეიქრიშვილი, ლაზვიაშვილი (10), მიმინოშვილი (10)

superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ვამაყობ ჩემი გუნდით”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი “მაიამი ჰიტის” ოთხი კალათბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

“მაიამი ჰიტმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში ყველას დაუმტკიცა, რომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისთვის...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

23 სექტემბერს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“დინამო” ფარერებში რომან ფიფიასთან ერთად ჩავიდა

“დინამო თბილისი” ფარერებზე გაემგზავრა. გუნდი ტორჰსვანში ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო “ჰოტელ ფოროიარში” დაბინავდა. ოფიციალურ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსს თავში ბურთი გაარტყეს – ლებრონის რეაქცია (ვიდეო)

13 სექტემბერს, “ლოს ანჯეჯელს ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 119:96 დაამარცხა. შეხვედრის მიმდიანრეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ოსტინ ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველომ ესტონეთი კაჭარავას გოლით დაამარცხა

საქართველომ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ესტონეთთან სტუმრად გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ მეტოქე ნიკა კაჭარავას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯეიმს ჰარდენმა “ლეიკერსთან” გამარჯვების საიდუმლო გაამხილა

გამთენიისას ორლანდომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და “ჰიუსტონ როკეტსის” დიდებულ დაპირისპირებას უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში ბრ...
წაკითხვა