თბილისის “დინამო” 15 წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია!
4 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 15 წლამდელთა ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „სფფ აკადემია“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდნენ. ანგარიში მე-14 წუთზე ვახტანგ ჩარკვიანმა გახსნა. დინამოელებმა უპირატესობა 21-ე წუთზე გაზარდეს, გოლით ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩა. აკადემიელებს მესამე გოლი ზურაბ დავითაშვილმა გაუტანა, შემტევმა მეტოქის კარი 47-ე წუთზე აიღო. 57-ე წუთზე კი, ვახტან ჩარკვიანმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. 15-წლამდე ლიგის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი თასითა და მედლებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დააჯილდოვეს.
წყარო: Gff.Ge