თბილისის “დინამო” აზერბაიჯანულ მოგებას ჰოლანდიაში მიჰყავს
ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “დინამომ” აზერბაიჯანული “გაბალა” 0-2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სოლიდური ნაბიჯი გადადგა.
მთელი თამაშის განმავლობაში “დინამო” აშკარა უპირატესობას ფლობდა, თუმცა ესპანელი გოლკიპერი, ხოსე პერალესიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა და “გაბალას” რამდენიმე რთული დარტყმული მოიგერია.
პირველი ტაიმის 41-ე წუთზე ლევან კუტალია ნოდარ იაშვილის ჩაწოდებულს გამოეხმაურა და შესანიშნავი თავური დარტყმით მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა. კუტალიას ამის გარდა რამდენიმე მომენტიც ჰქონდა, თუმცა დაგვირგვინებაში სცოდავდა.
მე-2 ნახევარში “დინამო” კიდევ უფრო მარტივად უმკლავდებოდა დაღლილ მეტოქეს და 87-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა არფანგ დაფემ ულამაზესი გოლი გაიტანა. 14-მა ნომერმა შესანიშნავად მოჭრა ბურთი და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
საინტერესოა, რომ 28 წლის შოტლანდიელმა მსაჯმა ფეხბურთელებს 11 ყვითელი ბარათი უჩვენა.
განმეორებითი შეხვედრა 1 აგვისტოს “დინამო არენაზე” გაიმართება.