თბილისის “დინამო” ეროვნული ლიგის ლიდერია!
ეროვნული ლიგის მე-4 ტურში თბილისურ დერბიში “დინამომ” “ლოკომოტივი” მიიღო და 4-0 გაანადგურა. “დინამო” უდიდეს უპირატესობას ფლობდა და პირველ გატანილ გოლამდე, მინიმუმ 10 საგოლე შანსი ჰქონდა. მხოლოდ გიორგი კუციას ჰქონდა 4-ჯერ გატანის შანსი პირველ ტიამში. 42-ე წუთზე “ლოკოს” კაპიტანმა დავით უბილავამ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და “რკინიგზელები” 10 კაცით დატოვა.
მე-2 ნახევარში კობოურმა გაისროლა და მეკარე შეროზიამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. 72-ე წუთზე კაპანაძემ მისი წაქცევისთვის პენალტი გმაოიყენა, 79-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ ავტოგოლი შეაგდო, 90-ე წუთზე ბრაზილიელმა პერნამბუკომ “დინამოში” პირველი ბურთით საბოლოო წერტილი დასვა.
ელიგაში 2 წლის შემდეგ ვატო არველაძე დაბრუნდა, 6 თვის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა ნოდარ ქავთარაძემაც.
ბოლო 2 თამაშში “დინამოს” ანგარიშზე 7 უპასუხო გოლია.
დინამო თბ 4-0 ლოკომოტივი
გოლები: კობოური 61, კაპანაძე 72 (პ), თ.კირკიტაძე 79 (ავტო გოლი), პერნამბუკო
დინამო: კვასხვაძე – ტრუბოჩკინი (იაშვილი 46), კობოური, ლოჩოშვილი, ქიმაძე – მექვაბიშვილი (დაფე 78), პაპავა – ბუღრიძე (ქავთარაძე 60), პერნამბუკო, კუცია – კაპანაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ლოკომოტივი: შეროზია – გაბაძე, ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა – ძებნიაური, შონია, სამურკასოვი (არველაძე 73) – კობახიძე (კაპანაძე 45), სიხარულიძე, დ.კირკიტაძე (თ.კირკიტაძე 60)
წითელი ბარათი: უბილავა 42