თბილისის “დინამო” კახი კაჭარავამ დატოვა და ზაურ სვანაძემ ჩაიბარა

თარიღი: ნოემბერი 12, 2018

თბილისის “დინამო” საჩხერის “ჩიხურასთან” 1-4 განადგურების შემდეგ კახი კაჭარავამ დატოვა. გუნდი კაჭარავას ასისტენტმა ზაურ სვანაძემ ჩაიბარა.

“კახი კაჭარავა გათავისუფლებულია დაკავებული პოსტიდან. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში. დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად ზაურ სვანაძე დაინიშნა” – ნათქვამია გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.

კაჭარავას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინაც გავრცელდა, მაგრამ კახი პოსტზე მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა.

მსგავსი სიახლეები