თბილისის “დინამო” ორმა ლეგიონერმა დატოვა

თარიღი: ივლისი 4, 2021

თბილისის “დინამო” ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ მონხილმა და სლოვაკმა ფილიპ ორშულამ დატოვა. ორივე მათგანთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

ორშულა გუნდში კახა ჩხეტიანის დროს მოვიდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ მე-4 ლიგაში “დინამო 2-ში” თამაშობდა. თან, საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით.

სამაგიეროდ, მონხილი ძირითადის წევრი იყო, თუმცა, როგორც, გავრცელებულ წერილში აცხადებს, პირადი მიზეზების გამო მოუწია “დინამოს” დატოვება.

“მინდა მივმართო დინამო თბილისის დიდ ოჯახს. დღეს ჩემთვის მძიმე და რთული დღეა. თქვენ ჩემთვის ბევრს ნიშნავთ და გულით მიყვარს ქართველი ხალხი. მიყვარს ეს დიდი გუნდი, რომელმაც მომცა საშუალება ისეთი ოცნებების ახდენის, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდი. ფეხბურთში არაა იოლი წარმატების მიღწევა და მე თქვენთან ერთად ეს შევძელი.

მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მიმიღეთ და გვერდში მედექით როგორც თქვენიანს. თავს ყოველთვის როგორც სახლში, ისე ვგრძნობდი.
სამწუხაროდ ჩემი პირადი პრობლემების გამო მომიწია გუნდის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მე ვთხოვე კლუბს და ორმხრივად გავწყვიტეთ კონტრაქტი.
გუნდი ყველაფერზე და ყველაზე მაღლა დგას. დინამოზე უამარვი რამის თქმა შემიძლია და ამაყი ვარ, რადგან ამ ისტორიული და საამაყო კლუბის წევრი ვიყავი და რამდენიმე წარმატებაში თავადაც მივიღე მონაწილეობა.
მინდა კლუბის თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა. დაწყებული გუნდის პრეზიდენტით და დამთავრებული თითოეული თანამშრომლით. მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის, ეს ნდობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ჩემი 100% დახარჯვის მთავარი სტიმული იყო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს. მომენატრებით ბიჭებო, თქვენთან ერთად ყოველთვის ამ ოჯახის წევრად ვთვლიდი თავს. მიხარია თქვენთან მეგობრობა და ყველას წარმატებას გისურვებთ.
იმედი მაქვს ჩვენ კიდევ შევხვდებით – თქვენ ჩემი სახლი ხართ.
დღეს და სამუდამოდ – დინამო თბილისი!”, – ასე დაემშვიდობა მონხილი გუნდს, უკვე მეორედ.
ჩემპიონთა ლიგის წინ კლუბი კიდევ უფრო სუსტდება.
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა

“დინამო ბათუმის” ოფიციალური გვერდი განცხადებს ავრცელებს. “დინამო ბათუმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კლუბის აკადემიის ასაკობრივი გუნდი...
წაკითხვა
ფეხბურთი

შევჩენკომ უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა

ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 44 წლის სპეციალისტმა სოციალურ ქსელში განცხადებაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არჩილ ბერიძე ბათუმის “დინამოს გულშემატკივარს თხოვნით მიმართავს

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტი არჩილ ბერიძე გუნდის გულშემატკივარს მიმართავს. “ეს კლუბი თავიდან ბოლომდე ეკუთვნის ბათუმის გულშემატკივარს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოსა” და “სივასფორს” შორის მატჩს ბოსნიელები განსჯიან

უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამოსა” და “სივასფორს” შორის გასამართ მატჩს ბოსნიელ მსაჯთა [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრილიშის ტრანსფერის გამო, “მანჩესტერ სიტის” ორი ლიდერის გაშვება უწევს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან ჯეკ გრილიშის ტრანსფერთან. ბოლო ინფორმაციით, “ასტონ ვილა” ინგლისელი ვარსკვლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტებასი სუპერლიგაზე: “ეს სიტუაცია სასაცილოა, თუმცა დამფუძნებლებს კეთილებად აჩენს̶

პარასკევს მადრიდის “რეალმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ სუპერლიგის სხვა კლუბებთან ერთად კვლავ ცდილობს ევროპის სუპერლიგის იდეის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანი ორშაბათს მანჩესტერში გაფრინდება

მადრიდის “რეალის” მცველი რაფაელ ვარანი ორშაბათს მანჩესტერში გაფრენას აპირებს. საფეხბურთო ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“აიაქსის” 16 წლის შემტევი ტრაგიკულად დაიღუპა

ამსტერდამის “აიაქსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გუნდის 16 წლის შემტევი ნოაჰ გესერი ავტოკატასტროფაში ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამგურალმა” რაფიქ ამინუ დაიმატა

წყალტუბოს ,,სამგურალმა” ,,საბურთალოდან” 21 წლის განელი ფორვარდი რაფიქ ამინუ დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის წელიწადნახევრიანი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკა ძალამიძე ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა

29 წლის შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე კარიერას ქობულეთის “შუქურაში” გააგრძელებს. ძალამიძე “შუქურაში” 2021 წლის ბოლომდე [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო ბათუმი” ვამარა სანოგომ დატოვა

“დინამო ბათუმსა” და ფრანგ ფორვარდ ვამარა სანოგოს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. სანოგომ გუნდში დამკვიდრება [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანმა გრიზმანისა და კოუტინიოს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს, ანტუან გრიზმანსა და ფილიპე კოუტინიოსთან გამომშვიდობება არ სურს. ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

28 დღეში – ინკუმი “ტორპედოში” დაბრუნდა

ქუთაისის “ტორპედოს” დატოვების შემდეგ სამუელ ინკუმი კვლავ “ტორპედოში” დაბრუნდა. ინკუმმა “ტორპედო” ურთიერთშეთანხმები...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლი “დინამო ბათუმს”: “ძალიან ბედნიერი ვარ”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა “დინამო ბათუმს” “ბატესთან” 4-1 გამარჯვება მიულოცა. “ძალიან ბედნიე...
წაკითხვა