თბილისის “დინამო” შემდეგ ეტაპზე გავიდა
დღეს გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები. თავისი თამაში ჩაატარა თბილისის “დინამომ”, რომელიც ერევნის “ალაშკერტს” დაუპირისპირდა. თბილისლებს პირველი მატჩი 2-0 ჰქონდათ მოგებული.
სომხურ-ქართული დაპირისპირება ჩვენებურების უპირატესობით დაიწყო. ამან შედეგი გამოიღო და 21-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა მოახერხა კასპაროვის კარის აღება. ამის შემდეგ “ალაშკერტი” გააქტიურდა. ეს გუნდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. სომხებმა მეორე ტაიმის დასაწყისში შეძლეს გათანაბრება. 51-ე წუთზე გიოზალიანმა გაიტანა.
ამის შემდეგ იყო მომენტები. განსაკუთრებით, აქტიურობდა თბილისური გუნდი. უნდა გამოვარჩიოთ გიორგი პაპუნაშვილის შორეული გასროლა, რომელიც ხარიხამ აისხლიტა. საბოლოოდ, შეხვედრა 1-1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში 3-1 იმარჯვეს ქართველებმა და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.