თბილისის “დინამო” “ტირანასთან” დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადავიდა
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში თბილისის “დინამომ” ალბანურ “ტირანასთან” 0-2 წააგო.
პირველი ტაიმის საწყისი წუთები “დინამოს” მცირე უპირატესობით წარიმართა, მაგრამ 34-ე წუთამდე რეალური მომენტი არ შექმნილა. ბუღრიძემ კუთხურიდან ჩამოაწოდა და ტოგოელმა მცველმა საიმონ ბენიომ თავით სახიფათოდ დაარტყა.
39-ე წუთზე “დინამოს” კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა და იდრიზ ბატას დარტყმული მცირედით აცდა კარს.
პირველ ტაიმს მსაჯმა 3 წუთი დაამატა და მე-4 წუთის ბოლოს საჯარიმოში არეულობით აუგუსტინ ტორასამ ისარგებლა, კვასხვაძემ შეცდომა დაუშვა და 0-1.
მე-2 ტაიმში “დინამომ” ვერ შეძლო თავიდან მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება და უმეტესად, შულაიას გარღვევებით ცდილობდა ფონს გასვლას.
78-ე წუთზე შულაიას წაქცევის გამო კუციამ პირდაპირ ჩაახვია, ბურთი კარში მიდიოდა, მაგრამ კაპანაძემ მკერდით შეაგდო და მასზე თამაშგარე დაფიქსირდა.
86-ე წუთზე “დინამოს” კონტრშეტევა გამოეპარა, ერნესტ მუჩიმ მძლავრად დაარტყა, კვასხვაძემ წინ დაიგდო და დამატებაზე ისმაილგეჩის გატანა აღარ გასჭირვებია.
დარჩენილ წუთებში არაფერი შეცვლილა და “დინამომ” ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.
დინამო 0-1 ტირანა
გოლი: ტორასა 45
დინამო: კვასხვაძე – იაშვილი, ლოჩოშვილი, ბენიო, კობოური (ქიმაძე 59) – ქარდავა (კუცია 67), პაპავა – პერნამბუკო, შულაია, ბუღრიძე – კაპანაძე
მთავარი მწრთნელი: კახა ჩხეტიანი
ტირანა: ლიკა – ტოშევსკი, ვანგჯელი, ნაჯდოვსკი, ისმაილგეჩი – ჩელჰაკა, ბატა – პერეირა, ტორასა, კობინა (ტოლი 71) – მუჩი
მთავარი მწვრთნელი: ნდუბუისი ენგბო