თბილისის “დინამომ” “ალაშკერტი” დაამარცხა (ვიდეო)

12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე სომხური “ალაშკერტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ანგარიში 55-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა, რომელმაც რამდენიმე მეტოქეს გვერდი აუარა და შემდეგ ზუსტი დარტმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
69-ე წუთზე დინამოელთა უპირატესობა ორამდე გიორგი ქვილითაიმ გაზარდა – მან ჯაბა ჯიღაურის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა.
“დინამო”: სკრიბე, ლობჟანიძე (კიტეიშვილი 49′), ამისულაშვილი, რენე სანტოსი, შპიჩიჩი; ჭანტურიშვილი, ველევი, პარუნაშვილი, ჯიღაური; დვალიშვილი (კურიე 84′), ქვილითაია (პაპუნაშვილი 76′).
“ალაშკერტი”: კასპაროვი, პოღოსიანი, მინასიანი, იედიგარიანი, ტასიჩი (ბარეგამიანი 46′), დაშიანი, სავინი (იედიგარიანი 64′), ვოსკანიანი, მურადიანი, გუოზალიანი (გიოზალიანი 83′), გრიგორიანი.
გოლები: კიტეიშვილი 55′, ქვილითაია 69′.
გაფრთხილებები: კიტეიშვილი 52′ – მინასიანი 28′, პოღოსიანი 38′, ბარეგამიანი 70′.