თბილისის “დინამომ” ესპანელი მეკარე დაიმატა
თბილისის “დინამომ” ესპანელი მეკარე, ხოსე პერალეს ნახერა დაიმატა.
“დინამოში” ჩისკო მუნიოსის დაბრუნების შემდეგ გუნდი კვლავ ესპანურ ბაზარზე გადაერთო და პერალესი “დინამოს” მე-2 ესპანური ტრანსფერია ფრან კარბიას გადაბირების შემდეგ.
პერალესი ახალგაზრდულ კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” იწყებს, შემდეგ უამრავ სარეზერვო გუნდში იყო და პროფესიონალური დებიუტი სეგუნდა დივიზიონში 24 წლის ასაკში “სპორტინგთან” 0-4 წაგებულ მატჩში შედგა. “ხიმნასტიკი” მე-3 მეკარეობის გამო დატოვა და ბოლოს “ბადალონაში” გახლდათ.
“ბადალონას” ოფიციალურმა “ტვიტერის” გვერდმა აღნიშნა, რომ ორმხრივი შეთანხმებით ხოსესთან კონტრაქტი გაწყდა და ის “დინამოში” ითამაშებს. თავის მხრივ, ფეხბურთელიც მადლობას უხდის გუნდს გაგებისთვის.
ხოსეს ნაცვლად, შესაძლოა, თბილისში “ბარსელონა ბ”-სა და “ლუგოს” გოლკიპერი, ალბერტო ვარო გვეხილა, თუმცა, საბოლოო არჩევანი, მასზე შეჩერდა.
25 წლის ნახერა 1.87მ-ის არის და კარიერაში ჯერჯერობით თავს ვერაფრით მოიწონებს.