“დინამომ” “გაბალას” ბარიერიც წარმატებით გადალახა და “ფეიენოორდს” შეერკინება

თარიღი: აგვისტო 2, 2019

პირველ აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ევროპის ლიგის მეორე საკვლაიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა თბილისის “დინამოსა” და “გაბალას” შორის. აზერბაიჯანში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (0:2) შემდეგ თბილისური კლუბი წყვილის უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა.

შეხვედრის საწყის წუთებში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს “გაბალა” პირველ ნომრად აპირებდა თამაშს, თუმცა დროის გასვლასთან ერთად “დინამოელებმა” თავიანთი რეალური ძალა გამოავლინეს და რამდენიმე სახიფათო შორეული გასროლაც შეასრულეს მეტოქის კარის მიმართულებით. ამასთანავე, ჩისკოს ბიჭებმა ბურთის ფლობის მხრივაც გააუმჯობესეს ხარისხი. თუმცა ტაიმში გოლი არ გასულა – 0:0.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 35-ე წუთზე “გაბალას” მცველები ერთმანეთს უხერხულად შეეჯახნენ, რის შედეგადაც ზუნიჩმა მძიმა ტრავმა მიიღო. მდგომარეობის გაუარესების გამო ხორვატი ფეხბურთელის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

შეხვედრის მეორე ნახევარი თბილისური გუნდის ტოტალური უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის 68-ე წუთზე თბილისელთა ლიდერმა, ლევან შენგელიამ, ბრწყინვალე რეიდი განახორციელა მეტოქის კარის მიმართულებით და შეტევაც შესაფერისად დააგვირგვინა – 1:0. 88-ე წუთზე თბილისელთა ათმა ნომერმა უზუსტესი დარტყმით კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის კარის აღება. კვამე კარიკარიმ შეხვედრის დამატებით წუთზე უძლიერესი დარტყმით ანგარიშში სხვოაბა გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 3:0.

ასე რომ, თბილისის “დინამომ” ევროპა ლიგაზე აზერბაიჯანული “გაბალას” ბარიერიც წარმატებით გაიარა. პლეი ოფში მოსახვედრად საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ორმატჩიან დაპირისპირებაში “ფეიენოორდის” დამარცხება მოუწევს. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 8 აგვისტოს ჰოლანდიაში შედგება, განმეორებითი მატჩი კი 15 ივლისს “დინამო არენაზე” გაიმართება.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გოჩოლეიშვილის ულამაზესი გოლი “ლოკომოტივის” კარში (ვიდეო)

“საბურთალო” – “ლოკომოტივი” გიორგი გოჩოლეიშვილის გოლი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამტრედიამ” 2 ფეხბურთელი დაიბრუნა და რუხაძემ დატოვა

ეროვნული ლიგის აუტსაიდერი “სამტრედია” გაძლიერებას ცდილობს და 2 ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა. “სამტრედიაში” 29 წლის მარჯვენა [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” პირველი ტრანსფერი ჩემპიონთა ლიგის წინ

“დინამო თბილისში” 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე დაბრუნდა. ქავთარაძე “დინამოდან” იანვარში უნგრულ “მეზოკოვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩხეტიანმა პირველ მატჩში ქამბექი დადო

ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნების შემდეგ კახა ჩხეტიანმა მე-2 ტაიმში ბათუმის “დინამოს” ქამბექი დაუდო და 2-2 ითამაშა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექა ვარშანიძე აჭარაში დაბრუნდა

27 წლის ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე კარიერას ქობულეთის “შუქურაში” გააგრძელებს. ვარშანიძე ბოლოს “ვენტსპილსში” თამაშობდა, რომელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სიონი” კაპიტანმა და მწვრთნელმა დატოვეს

ბოლნისის “სიონი” კაპიტანმა ალექსანდრე კობახიძემ და მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ  დატოვეს. “სიონმა” ეროვნული ლიგა 2 [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქალთა ლიგაში ცენტრალური მატჩი ჩაიშალა – მიზეზი კამერებია?

ქალთა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში, მოქმედი ჩემპიონი “ნიკე” და “ლანჩხუთი” ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ მატჩი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი “ტორპედოში” დაბრუნდა

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაბრუნდა. ჩხეტიანი გუნდთან კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს და მისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

2012 წლის ზაფხული – “ქართველი მესი” “ჯენოასგან” შემოთავაზება

28 წლის ასაკში “ქართველი მესი”, გიორგი ჭანტურია კარიერას ასრულებს. ჭანტურია ბოლო 2 წელია მოედანზე არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხეილ აშვეთია “სამგურალში” დაინიშნა

წყალტუბოს ,,სამგურალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გამოცდილი სპეციალისტი მიხეილ აშვეთია დაინიშნა. აშვეთია ბოლოს ქუთაისის ,,ტორპედოს” მთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი რეპერტუარი – როცა ტექსტი არ იცი (ვიდეო)

ყაზანის “რუბინი” სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, რომლის მთავარი გმირიც ხვიჩა კვარაცხელიაა. View this post […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძე “გრენობლში” ითამაშებს

“საბურთალოს” 22 წლის კაპიტანი გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ის “გრენობლში” გააგრძელებს. “გრენობლსა” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაია ქვილითაია-ოქრიზე ნაწყენი არ არის

“ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გიორგი ქვილითაიაზე და თორნიკე ოქრიაშვილზე კომენტარს აკეთებს. ქართველებმა გუნდი დატოვეს [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

თათია გაბუნიას იტალიიდან იწვევენ – პირველი საერთაშორისო ტრანსფერი

“ლანჩხუთისა” და საქართველოს ნაკრების მეკარეს, თათია გაბუნიას იტალიის საფეხბურთო კლუბი იწვევს. გაბუნიას იტალიაში საკმაოდ კარგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძის შეძენა ფრანგულ კლუბს სურს

“საბურთალოს” თავდამსხმელის, გიორგი კოხრეიძის შეძენა საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბს, “გრენობლს” სურს. Metro Sport-ის ცნობით, საუბა...
წაკითხვა