თბილისის “დინამომ” “საპოვნელა” არ დაინდო
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი ლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩიც “დინამო არენაზე”, სადაც თბილისის “დინამომ” თერჯოლის “საპოვნელა” დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის პირველი დარტყმა პირველ წუთზე განხორციელდა. თორნიკე ჯიმშელაშვილის შორიდან დარტყმულს ლიბორ ჰრდლიჩკა ადვილად გამუკლავდა.
მეშვიდე წუთზე, ოთარ კიტეიშვილმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, თუმცა ბურთი ალექსანდრე გიორგაძის კარს დიდი მანძილით აცდა.
მატჩის მე-13 წუთზე, სანდრო შუღაძის სახიფათო დარტყმული ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია.
მატჩის მე-20 წუთზე, თორნიკე ჯიმშელაშვილმა საჯარიმოს გარედან საჯარიმო დარტყმა „დინამოს“ კარში გაგზავნა, თუმცა სლოვაკი მეკარე ბურთს ადვილად დაეუფლა.
მატჩის 26-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ჯაბა ჯიღაური საჯარიმოში შევიდა და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში დარტყმით ანგარიში გახსნა.
გოლიდან ზუსტად ერთ წუთში, საჯარიმოს გარედან გიორგი ქვილითაიამ კარის შუაში ბურთი გაგზავნა, თუმცა გიორგაძე ქართველის დარტყმულს გაუმკლავდა.
31-ე წუთზე, გიორგი ბუხაიძე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ბურთი კარშიც გაგზავნა, თუმცა „დინამოელები“ გოლის გაშვებისგან ძელმა იხსნა.
36-ე წუთზე, ოთარ კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან სახიფათო ჩაწოდება განახორციელა, ბურთზე პირველი გიორგი ქვილითაია აღმოჩნდა, რომელსაც გატანამდე ცოტა დააკლდა.
39-ე წუთზე, ოთარ კაკაბაძემ გენიალური პასით ალექსანდრე იაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, უკანასკნელმა კი შეტევა გატანილი ბურთით დააგვირგვინა.
41-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმა ოთარ კიტეიშვილმა და „დინამოელთა“ კაპიტანმა გაითამაშეს. იაშვილს დუბლამდე მცირედი დააკლდა.
მატჩის 50-ე წუთზე, კურიოზული ფაქტი მოხდა. მარცხენა ფლანგიდან ოთარ კიტეიშვილმა ბურთი ალექსანდრე იაშვილს გადააწოდა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ბურთი გიორგი ქვილითაიას დაუგორა როდესაც თორნიკე ჯიმშელაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
57-ე წუთზე, ოთარ კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში მყოფ გიორგი ქვილითაიას ბურთი თავზე დაასვა, თუმცა დედაქალაქელთა 11-იანმა მომენტის გოლად გადაქცევა ვერ შეძლო.
მატჩის 64-ე წუთზე, ალექსანდრე იაშვილის პასით ვახტანგ ჭანტურიშვილი ერთი-ერთზე გავიდა, თუმცა ალექსანდრე გიორგაძემ „დინამოელთა“ შემტევს გოლი არ გაატანინა.
67-ე წუთზე, ვახტან ჭანტურიშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჯაბა ჯიღაურს ბურთი ფეხზე დაასვა, ამ უკანასკნელმაც დუბლი გაიფორმა.
71-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ბურთი კარში ლაშა პარუნაშვილმა გაგზავნა, თუმცა მეკარემ დარტყმული მოიგერია, ამის შემდეგ ცინცაძემ ორჯერ დაამატა, თუმცა ერთხელ გიორგაძემ, ხოლო მეორეჯერ ჯიმშელაშვილმა განმუხტა სიტუაცია.
73-ე წუთზე, საბა თავაძის საჯარიმო დარტყმა გიორგი ბეგაშვილმა ხელებში დააფიქსირა.
76-ე წუთზე, მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს, გამოვარდნილი ბურთი ვახტანგ ჭანტურიშვილს მიუვიდა, რომლის გასროლაც გიორგაძემ ხელებში „გააქვავა“.
87-ე წუთზე, უშანგ ბანძელაძემ გიორგი ბუხაიძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. იმერელთა 9-იანის გასროლა ბეგაშვილმა ადვილად მოიგერია.
მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე, გიორგი ქვილითაიას დარტყმა ალექსანდრე გიორგაძემ ნახტომში მოიგერია.
“დინამო”(თბილისი) 4-0 “საპოვნელა”(თერჯოლა)
გოლი: ჯიღაური ’26, იაშვილი ’39, ჯიმშელაშვილი ’51(ს.კ), ჯიღაური ’67
“დინამო თბ“: ჰრდლიჩკა(ბეგაშვილი), კაკაბაძე, ჭელიძე, ფერეირა, თევზაძე, ცინცაძე, ჯიღაური, პარუნაშვილი, კიტეიშვილი(ჭანტურიშვილი), იაშვილი(კაპ)(გველესიანი), ქვილითაია.
მთ.მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
„საპოვნელა“: გიორგაძე, ჯიმშელაშვილი, რობაქიძე, ამბროლაძე(თავაძე), ბანძელაძე, ბუხაიძე, ტყეშელაშვილი, ბერუაშვილი(კაპ), შუღაძე(ცქიფურიშვილი), ენდელაძე, მაკარიძე(შალამბერიძე).
მთ.მწვრთნელი: მირიან გეწაძე
გაფრთხილება: ფერეირა(2) – ამბროლაძე
გაძევება: ფერეირა ’64