თბილისის “დინამოს” 3 ტრანსფერი, რომელიც გუნდს გააძლიერებს
თბილისის “დინამოში” კახა ცხადაძის მისვლის და გიორგი ნემსაძის სპორტულ დირექტორად დანიშვნის შემდეგ გუნდში ძალიან ბევრი ცვლილება იგეგმება. მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის “დინამო” გაძლიერებას აპირებს და ნაკრების 3 ფეხბურთელთან (1 კანდიდატთან) აწარმოებს მოლაპარაკებებს.
იანვარში “მეზოკოვედში” წასული ნოდარ ქავთარაძე უნგრულ გარემოს ვერ მოერგო და სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. მისი დაბრუნება პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია და “მეზოკოვეშდიც” უარზე არ არის მის გამოშვებაზე. 28 წლის ქავთარაძე პოზიციით შემტევი ნახევარმცველია.
ლევან შენგელიას მოულოდნელად “კონიასპორმა” კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა და შენგელიაც ახალ კლუბს ეძებს. “დინამოს” სურს შენგელიაც დააბრუნოს, რომელიც კლუბს ლიგისთვის განსაკუთრებით გააძლიერებს და რომელი ტურნირზე მოხვედრის შემთხვევაში, თბილისშიც დარჩება. მთავარი პრობლემა მისი მაღალი ანაზღაურებაა.
მე-3 ფეხბურთელი ნახევარმცველი ვაკო გვილიაა. ნემსაძეს ცენტრალურ ნახევარდაცვაში სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრი როტაცია ჰქონდა და საუკეთესო ვარიანტზე მაინც ვერ შეჩერდა. გვილიას შეუძლია ახალგაზრდა მოთამაშეებს თავისი გამოცდილებით წინ გაუძღვეს და ამასთანავე, მეტი სტაბილურობა შეჰმატოს მათ.
დღეს საქართველოს ნაკრებში თბილისის “დინამოს” არცერთი ფეხბურთელი არაა წარმოდგენილი.