თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი “გალათასარაიში” გადადის

თარიღი: ნოემბერი 16, 2016

საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება ქართულ მედიასივრცეში.

საქმე ეხება 16 წლის ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, საბა გაბედავას. იგი ამჟამად თბილისის “დინამოს” აკადემიაში ირიცხება. თუმცა, როგორც ირკვევა ზუგდიდელი ფეხბურთელით თურქული “გალათასარაი” ინტერესდება. ნახსენებ გუნდსა და ქართულ კლუბს შორის უკვე მოლაპარაკებები დაწყებულია და ძალაინ დიდი ალბათობით 2000 წელს დაბადებული სპორსტმენი სულ მალე “გალათასარაიში” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

აქვე გეტყვით, რომ საბა გაბედავა “ზუგდიდის” აღზრდილია. წელს 17 წლამდე ნაკრებშიც იყო გამოძახებული.

 

 

მსგავსი სიახლეები