თბილისის “დინამოს” ოფიციალური განცხადება ლანჩხუთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით
15 ოქტომბერს უმაღლის ლიგის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს “გურია” და “დინამო” დაუპირისპირდნენ, თბილისური კლუბის ფეხბურთელებმა, რენე ფერეირამ და გიორგი პაპუნაშვილმა იჩხუბეს. ამის გამო ორივეს მოედნის დატოვება მოუწია.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობა ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს.
“თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია და გუნდის ხელმძღვანელობა აღშფოთებულია ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტით, გმობს დინამოელი ფეხბურთელების- რენე სანტოსისა და გიორგი პაპუნაშვილის საქციელს. კლუბში შედგება მომხდარი ფაქტის დეტალური განხილვა და ორივე მოთამაშე უმკაცრესად დაისჯება. აქვე გვინდა აღფრთოვანება გამოვხატოთ იმ მოთამაშეების მიმართ, რომლებიც თანაგუნდელთა ქცევის გამო ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, არ დაიბნენ, უმოკლეს დროში შეძლეს მობილიზება და მატჩის დადებითი შედეგით დასრულება.”
წყარო: Fcdinamo.Ge