თბილისის ”დინამოს” პოტენციურმა მეტოქეებმა პირველი მატჩი გამართეს
28 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს თბილისის „დინამოს“ პოტენციური მეტოქეები, ანდორის ჩემპიონი ”სანტა კოლომა’’ და სომხური ”ალაშკერტი’’ დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმარი გუნდის უპირატესობით წარიმართა, თუმცა ფრედ 0:0 დასრულდა.
აქედან გამომდინარე, ყველაფერს განმეორებითი შეხვედრა გაარკვევს, რომელიც 5 ივლისს, ერევანში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგას II საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. პირველი მატჩი 13-14 ივლისს გაიმართება.